რის გამო უკეთებდნენ ქალებს რკინის “ალიკაპს” – სასჯელის უჩვეულო მეთოდები შუა საუკუნეებიდან

კაცობრიობა ვითარდება, დრო გადის, თუმცა სამწუხაროდ, ქალების ჩაგვრა და წამება ყოველთვის აქტუალურია, მხოლოდ ფორმებია სხვადასხვა.

შუა საუკუნეებში ქალები განსაკუთრებით მძიმე ჩაგვრას განიცდიდნენ. არ ჰქონდათ განათლების მიღების უფლება, მემკვიდრეობით არაფერი ერგებოდათ, ხოლო თუ ქმრები ჰყავდათ, მათ აზრს აღარავინ ითვალისწინებდა და, ფაქტობრივად, საკუთრებას წარმოადგენდნენ. ქალები ამავე პერიოდში ძალიან ხშირად ფიზიკური ძალადობის და სხვადასხვა სასჯელის მსხვერპლნი ხდებოდნენ. თუ გარყვნილ ქმედებას ჩაიდენდნენ, ეს კიდევ უფრო მკაცრად ისჯებოდა, ხშირად კი სრულიად დაუმსახურებლად და გაუგებარი მიზეზების გამო იღებდნენ სასჯელს.

პირის ამოკეტვა

შუა საუკუნეებში საჯარო გინებას და ჩხუბს ხშირად ქალებს მიაწერდნენ, მაგრამ  ისეც ხდებოდა, რომ მამაკაცის ჩხუბის დროს ქალი უბრალოდ ქმრის გვერდით იყო, რისთვისაც სასამართლოს გარეშე, ქმრის მიერ ნათქვამი ცუდი სიტყვების გამო ისჯებოდა.

პირველად ასეთი სასჯელი შოტლანდიაში XVI საუკუნის შუა ხანებში გამოიყენეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალს სახეზე სპეციალური რკინის ნიღაბი დაუმაგრეს, ერთგვარი ალიკაპი, რომელიც ყბების მოძრაობაში ხელს უშლიდა. ასევე, ამ ნიღაბს ჰქონდა ბრტყელი ლითონის ფირფიტა, რომელიც ენაზე აჭერდა. ქალს ასეთ მდგომარეობაში ლაპარაკი აღარ შეეძლო და მხოლოდ ცალკეულ ბგერებს წარმოთქვამდა. დასჯის მიზანი ფიზიკური ტანჯვა კი არა, ქალში თავმდაბლობისა და მორჩილების გამოწვევა იყო.

ეს “სადამსჯელო” ეფექტი ყველასთვის რომ გასაგები გამხდარიყო და სხვას იგივე არ გაეუმორებინა, ქალს მთელი დღის განმავლობაში ბოძზე მიაბამდნენ ან კიდევ ქალაქში დაჰყავდათ და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო დამპალი ხილი ან ქვა ესროლა. ასეთ დროს ნიღაბზე დამატებით ზარსაც ამაგრებდნენ, რომ “სამარცხვინო გასეირნება” ხალხისთვის შეუმჩნეველი არ გამხდარიყო და ყველას დაენახა, როგორ ისჯებოდნენ ქალები ცუდი სიტყვებისთვის, თუნდაც ქმრის გამო.

გამოსწორება წამების საშუალებით

mshoblebi

დროთა განმავლობაში, მამაკაცებს ეჩვენებოდათ, რომ გინება და წყენა არ იყო ერთადერთი დანაშაული, რისთვისაც ქალი შეიძლება დამამცირებელი ნიღბით დაესაჯათ. მალე გინებასა და გაკიცხვას ახალი აკრძალული ქმედებები დაემატა. კერძოდ, ქალებს ეკრძალებოდათ ცნობისმოყვარეობის გამოვლენა, ჭორაობა, უცენზურო სიტყვების გამოყენება. ნიღაბი შეიძლება დაემაგრებინათ იმ ქალისთვის, რომელიც ეჭვმიტანილი იქნებოდა ქმრისთვის ჯადოს გაკეთებაში, თაღლითობაში ან მრუშობაში. ისიც კი შეიძლება დაესაჯათ, ვისი ტანსაცმელიც საკმარისად დახურული არ იყო. რკინის ნიღაბი ქალს მჭიდროდ ჰქონდა სახეზე მიბჯენილი ისე, რომ ცხოველს დამსგავსებოდა. ასეთ შემთხვევაშიც ბოძზე აბამდნენ ან კიდევ ქალაქში გაჰყავდათ და თანაქალაქელებს შეურაცხყოფის მიყენების უფლებას აძლევდნენ. იყო შემთხვევები, როცა ქალები წამებით კვდებოდნენ, მაგრამ დამნაშავეები არასოდეს ისჯებოდნენ. არსებობს წერილობითი მტკიცებულება, რომ მსგავს ნიღაბს გინებისა და უცენზურო საქციელის გამო მამაკაცებისთვისაც იყენებდნენ, თუმცა ეს გაცილებით იშვიათად ხდებოდა.

mshoblebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share