გუშინ , 8 ივლისს დაიწყო თორნიკე ხვედელიძის მე-10 მემორიალური საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც ტრადიციულად, რეგიონის თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე ღებულობს მონაწილეობას.
ტურნირი შვეიცარული სისტემით, 7 ტურად ტარდება. უკვე გამართული ოთხი ტურის შემდეგ , უდანაკარგოდ ლიდერობს გივი სიამაშვილი, 3,5 ქულით . მეორე პოზიციაზეა ლანჩხუთის მოქმედი ჩემპიონი მიხეილ აფხაზავა, ხოლო გურიის მოქმედი ჩემპიონი ჯერჯერობით, 3 ქულით მესამე ადგილზეა.
ქალ მოჭადრაკეთა ჩათვლაში, თამარ ასათიანი და ნათია ვასაძე , ჯერჯერობით 2-2 ქულით დაწინაურდნენ.
დასკვნითი ტურები დღეს, 9 ივლისს გაიმართა.