ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში ითამაშებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „როლან გაროსის“ ნახევარფინალში ნადალი გერმანიის წარმომადგენელს, ალექსანდრ ზვერევს ხვდებოდა. პირველი სეტი ესპანელის გამარჯვებით 7:6 (10:8) დასრულდა, მეორე სეტში კი ზვერევმა ფეხის ტრავმა მიიღო. მას კორტის ეტლით დატოვება მოუწია და მატჩიდან მოიხსნა.
ფინალში ნადალის მეტოქე ნორვეგიელი კასპერ რუუდი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ხორვატი მარინ ჩილიჩი დაამარცხა. ნადალი „როლან გაროსის“ ფინალში მეთოთხმეტედ გავიდა.