რამდენს უხდის “ქართული ოცნება” თავდამსხმელებს, რომლებიც პროევროპული აქციის მონაწილეებს ქუჩა-ქუჩა დასდევს, ფიზიკურად უსწორდება და კამერების წინ, სტუდენტის დახრჩობის მცდელობასაც არ ერიდება?!
მაღლივ კორპუსში ახალგაზრდების დარბევის კადრების გაშიფვრის შემდეგ, ტვ პირველმა ყველა მოძალადის იდენტიფიცირება მოახდინა. დგინდება, რომ უმეტესობა მათგანს ხელფასს დედაქალაქის მერია უხდის.
თავდამსხმელთა რაზმის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარბაქაძეა, პირი, რომელიც რომელიც მეორე კურსის სტუდენტს ახრჩობდა. დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, მისთვის ბრალიც კი არ წაუყენებიათ.
“ქართული ოცნებიდან” მოპოვებული ინფორმაციით, გიორგი ბარაბაქაძე 2020 წელს მიხეილ ყაველაშვილისთვის, რომელიც ნაძალადევში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, ხმებზე ნადირობდა. ნახალოვკის საძმოს წევრს შრომა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაუფასეს და მერიაში დაასაქმეს. გიორგი ბარბაქაძის სახელზე მერიიდან ხელფასის სახით თვეში, 1030 ლარი ირიცხებოდა.
კიდევ ერთი მოძალადე, ზონდერების მეთაური თორნიკე კაპანაძეა. ის მერიის მოქმედი თანამშრომელი აღმოჩნდა. “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, თორნიკე კაპანაძე ხელფასს მინიმუმ სამი უწყებიდან იღებს. დგინდება, რომ მერიის მუნიციპალურ სამსახურში “ოცნების” ზონდერი კაპანაძე ფიქტიურადაა გაფორმებული. ის სამსახურში არ დადის. ამავდროულად, კაპანაძე ფეინთბოლის ფედერაციის გამგეობის წევრიცაა, ამ სპორტულ ფედერაციას კი მერია აფინანსებს.
ფედერაციის დამფუძნებელია ნოდარ მათიაშვილი, ის სტუდენტების დარბევაში პირადად იღებდა მონაწილეობას. წლების განმავლობაში მას კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე მართავდა.
რაც შეეხება კიდევ ერთ მოძალადეს, თემურ თევდორაძს, ის ხელფასს 622 ლარს მერიიდან იღებს კი პარალელურად კი “ქართულ ოცნების” ჩუღურეთის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ირიცხება.
ტვ პირველი