“ღარიბაშვილის პრიორიტეტი ქვეყნის ინტერესებზე წინ ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ინტერესების დაყენებაა” | იან კელი

“რატომ წერს პრემიერმინისტრი ევროკავშირის პრეზიდენტს თავისი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის სახელით, უგულებელყოფს ევროკავშირის სხვა პუნქტებს საჭირო რეფორმების შესახებ? სხვა თუ არაფერი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი პრიორიტეტია, ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ინტერესები თავისი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენოს”, – ასე ეხმაურება შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ირაკლი ღარიბაშვილის ურსულა ფონ დენ ლეიენისადმი გაგზავნილ ღია წერილს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share