ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი ეხმაურება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ წერილს და აცხადებს, რომ მთავრობის მეთაური კერძი პირის კერძო დავაში ერთვება.
“გასაგებია ევრო-კომისიისადმი ღარიბაშვილის წერილის მიზანი – თუ ევრო-კომისია უარყოფს ბიძინას ოლიგარქობას, მაშინ ეს იქნება ძლიერი არგუმენტი “კრედიტ-სვის”-თან დავაში.
ანუ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩართულია კერძო პირის ინტერესების საჯარო პოლიტიკურ ლობირებაში კერძო დავასთან დაკავშირებით.
ამას თავი რომ გავანებოთ, სავსებით ცხადია, რომ ამგვარ დასავლური სტანდარტით ველურ მოქმედებებს იმის საწინააღმდეგო შედეგი მოყვება, რასაც ღარიბაშვილი ისახავს მიზნად – ანუ, მისი ეს მორიგი მოქმედება იმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ბიძინა ოლიგარქია და აკონტროლებს პრემიერს.
ვერ ხვდებიან ამას?
რა თქმა უნდა ხვდებიან, მაგრამ ასეთია თამაშის წესები – პატრონი იმდენად გეჯავრება, რომ ფეხებზე გკიდია მისი რეალური ინტერესების დაცვა, მაგრამ მუდმივად ახდენ იმის დემონსტრირებას, რომ მასზე “ზრუნავ”, – წერს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტს ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ მისწერა წერილი.