პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ახლა ოპოზიციის მხრიდან მაგიდის აყირავების დრო არ არის.
როგორც თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, საჭიროა ყველა ერთად დასხდეს სასაუბროდ და არა კომისიებში.
მისივე თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან უარს დასავლეთთან ცუდად გამოიყენებს.
„ახლა არ არის ოპოზიციის მხრიდან მაგიდის აყირავების დრო, (ვიცი რომ ბევრი ეთანხმება ოპოზიციაში ჩემს აზრს (ლელოს და სტრატეგიის გარდა) დიახ, ჩვენი დღის წესრიგი მივაწოდოთ, მაგრამ ერთად უნდა დავსხდეთ ყველა სასაუბროდ (არა კომისიებში), აუცილებლად გამოიყენებს ცუდად დასავლეთთან ხელისუფლება, ჩვენი მხრიდან უარს.
მით უმეტეს რომ არასამთავრობოები სამოქალაქო სექტორი უკვე ხვდებიან ხელისუფლებას სასაუბროდ, ჩერჩილი და სტალინი საუბრობდნენ ბატონებო, ვიოლა ფონ კრამონმა კიდევ ერთხელ მოგვიწოდა ახლა (უკვე მერადენედ მოგვიწოდებენ ჩვენი მეგობარი ევროპარლამეტარები, ისინი ვისგანაც დახმარებას ველით და ჩვენს გვერდით არიან და მომავაშიც გვინდა რომ იდგნენ), ძალიან მკვეთრად – შეცდომა უწოდა, ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ ფორმატში საუბარზე უარს, ვფიქრობ მათ კარგად იციან რა სამარცხვინო ხელისუფლებაც გვყავს (და არაერთხელ პირდაპირ გაუკეთებიათ განცხადება ამის თაობაზე და 12 პუნქტიც შესასრულებლად ამიტომ გამოგვიგზავნეს , რეფორმები დაიწყეთო- ჩაატარეთო), მაგრამ მაინც ერთად გვთხოვენ 12 პუნქტზე მუშაობას, რადგან საქართველოსთვის სასიცოცხლოდ გადამწყვეტი ბრძოლაა, რომ არ ჩავრჩეთ რუსულ ჭაობში, საქმე სახელმწიფოებრიობას ეხება!
პარალელურად ქუჩა რა თქმა უნდა „ღელავდეს“ სულ ამას გავიძახი, თუ არა და მაშინ პარლამენტში ყოფნა მანდატებით სამარცხვინოა უკვე და არ საუბარი დიდი შეცდომაა, სრულიად უდროო სვლა მეგობრებო, სრულიად უდროო!! შ ე ც დ ო მ ა ა“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.