გაძვირებული ცხოვრება და ტარიფები – დენის გაზრდილ გადასახადებს სემეკი შეისწავლის

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია “თელასსა” და “თელმიკოში” შედის. ნარმანიას უწყების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, დაეკისრებათ თუ არა ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს სოლიდური სანქციები.

შემოწმების დასრულებას ერთი თვე დასჭირდება, მანამდე კი მოქალაქეები იძულებული არიან, არარეალურად გარდილი ხარჯი გადაიხადონ, რომელიც მოხმარებული დენის საფასურს გაცილებით აღემატება, წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩებიან.

კომპანიების მხრიდან განმარტებები უკვე გაკეთდა ტექნიკურ ხარვეზთნ დაკავშირებით, თუმცა ოპოზიციისთვის, რომელიც გამოძიების დაწყებას მოითხოვს, ეს არგუმენტი მიუღებელია.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share