ინგა გრიგოლია კობახიძეს ურჩევს სარკეში ჩაიხედოს და დაინახავს ვინ უფრო ჰგავს პავლიკა მოროზოვს.
“ტვ პირველის” პოლიტიკური გადაცემების ხელმძღვანელის თქმით, ქართული მედიის „მოგუდვის“ ახალი ეტაპი იწყება.
„ირაკლი კობახიძეს მინდა შევთავაზო, სარკეში ჩაიხედოს, ის უფრო გავს პავლიკა მოროზოვს თუ მე. ეს ჩემი უბრალოდ რჩევაა. დასკვნას თავადვე მარტივად გააკეთებს. გავიცინებდით მის კომენტარზე და საშინელ თავდასხმებზე, რომ არ იყოს ის მმართველი აპრტიის თავმჯდომარე. როდესაც ირაკლი კობახიძე ტავს ესხმის დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტს, ისეთი ფორმით, რაც ვნახეთ გუშინ, როდესაც დღეს თავს ესხმის სხვა არხების წარმომადგენლებს, მე და გიორგი თარგამაძეს, ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერზე წავა თუკი მათ პატარა დისკომფორტი შეექმენება მედიის წყალობით. გადმოდიან მორალურ, რეპუტაციულ განადგურებაზე. ფიზიკური განადგურების მაგალითი გვიდევს 5 ივლისი და ლექსო ლაშქარავას ტრაგედია. ვვარაუდობ, რომ დაიწყება კიდევ ახალი ეტაპი, ქართული მედიის მოგუდვის“. – ამბობს ინგა გრიგოლია.
კრიტიკულ მედიაზე გუშინდელი იერიშის შემდეგ, ბოდიშის მოხდის ნაცვლად დღეს „ოცნების“ თავმჯდომარემ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ყველა, ვინც მის პოზიციას არ იზიარებს პავლიკ მოროზოვად გამოცხადა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი და ჟურნალისტები.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.
ირაკლი კობახიძე წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს დავით არახამიას განცხადებების იმ ნაწილზე, რომელიც “ოცნების” თავმჯდომარის მამის საქმიანობას უკავშირდებოდა.
“სახე მოიწმინდე”, “სამარცხვინო”, “ქალი არ ხარ” “კაკებეშნიკი მამაშენია”, – იმეორებდა წყობიდან გამოსული “ოცნების” თავმჯდომარე.