”გუშინ ბიძინა ივანიშვილმა რომ გამოაქვეყნა წერილი, აი ამ კომპაქტურ წერილში ერთ-ერთი პუნქტი რა იყო ხომ ყველამ კარგად წავიკითხეთ – “მე ჩემს თავს მივხედავ, თქვენ საქმეს მიხედეთ”, დაახლოებით ეს კონტექსტი იყო ხომ? და ჩემი ამ პირადი ფინანსური პრობლემებით ნუ შეიწუხებს ნურავინ თავსო. და მართლაც, რასაც ვლაპარაკობდით ის დაადასტურა ამ კაცმა, რომ 2012 წელში ოჯახი და თავისი თავი გაწირა, გადადო და ახლა ვიღაცას შეიძლება მოუნდეს დაშანტაჟება ფულით რამდენიც არ უნდა იყოს და მატერიალური რესურსით, ამ კაცმა მიანიშნა რომ ვერა, ვერ იზამთ ამას.”
ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იმედის ეთერში.