დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ერთ-ერთი წარმომადგენლის კუკა ბარამიძის განცხადებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული მუქარის შემცვლელი განცხადებების გამო, ისინი აპირებენ ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას მიმართონ განცხადებით, რომ ამ უკანასკნელმა მოიკვლიოს მუქარის შემცველი პოსტები სოციალურ ქსელებში და მიიღოს სათანადო ზომები. საუბარია სამოქალაქო აქტივისტებზე, ალტ-ინფოს წარმომადგენლების და მომხრეების მხრიდან განხორციელებულ მუქარაზე.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ალტ-ინფოს მომხრეების მიერ მუქარის შემცველი განცხადებები და სწორედ, ამ მუქარის შემცველ განცხადებებს აღიქვამენ საფრთხედ, დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილი ადამიანები და ოზურგეთის რაიონული პროკურატურიდან ითხოვენ საქმის მოკვლევას.