უკვე ათი დღეა მომღერალი თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსზე მკურნალობს.
74 წლის მომღერალი რეანიმაციულ განყოფილებაშია და ჯერჯერობით, მის მდგომარეობაზე, ექიმები არ საუბრობენ.
„უკეთესობისკენ არის ცვლილებები, თუმცა ჯერ საბოლოო პასუხს ვერ ამბობენ ექიმები. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა ჩართული. კოვიდია, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ფილტვებზე იცის დარტყმა. თან ასაკშია… გულზე სტენტირება აქვს გაკეთებული“, – ამბობს მომღერლის მეგობარი ნუგზარ კვაშალი.