“დასავლურ ღირებულებებს, ერთადერთი ვინც აზიანებს ამ ქვეყანაში, არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირი და ამერიკა არიან კოლონიზატორები” – ასე უპასუხა “ოცნებიდან განდგომილმა” დეპუტატმა, სოზარ სუბარმა “მთავარი არხის” კითხვას, რატომ აზიანებს დასავლურ ღირებულებებს მისი წერილებით.
მან ჟურნალისტ, ემა გოგოხიას უთხრა, რომ ჯერ “ნაცებს” ჰკითხოს პასუხი, ემიჯნებიან თუ არა მესამე პრეზიდენტის ნათქვამს, შემდეგ დაუსვას სხვა კითხვები.
“სვანეთში არ უნდა ვიყო ანუ მაგას მეუბნებით? მე ვარ სვანეთში და საქართველოში სადაც მინდა იქ ვიქნები. პრემიერთან ერთად არ არის, მე ვარ სვანეთში, სვანეთობაზე ჩამოსული. პრემიერთან ერთად არ ჩამოვსულვარ. მე ჩამოვედი აქ, პრემიერი ჩამოვიდა გვიან, მე სვანეთშიც, ხევსურეთშიც, კახეთშიც, ქართლშიც, ვიქნები ყველგან სადაც საქართველოა და სადაც საქართველოს სჭირდება.
დასავლურ ღირებულებებს აზიანებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც თქვა, რომ აშშ და ევროკავშირი არიან ზუსტად ისეთივე კოლონიზატორები, როგორიც არის რუსეთი, წადი და ყველა ნაციონალს კითხეთ, გმობენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას, ეს არის დასავლური ინტერესების დაზიანება”, – ამბობს სუბარი.