უფრო მაგარი წასვლა იქნებოდა, წასვლის წინ რომ განმეორებითი არჩევნები დაენიშნა. ეს განცხადება ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემაში “ფორბს კვირა” განაცხადა.
ჭყონია მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ივანიშვილი უფრო დიდ პოლიტიკურ კვალს დატოვებდა საქართველოს ისტორიაში.
“თემა არის ასეთი – ის დიდი პროცენტები, რაც მმართველმა პარტიამ მიიღო, ძირითადად ხომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. სხვა პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ რეიტინგი, მაგრამ ისეთი არა. სხვათა შორის, ძალიან კარგად თქვა ინტერვიუში – აი, მე ყველაფერი შეგიქმენით და თუ მაგრები ხართ, დამატკიცეთო. ჰოდა, დაამტიცონ”. – განაცხადა თემურ ჭყონიამ.