გუშინ , ლანჩხუთის ავერსის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მყოფი უკრაინელი გოგონა შეიყვანეს.
პაციენტი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ შეიყვანა, ქალბატონსსამედიცინო დახმარება გაეწია, თუმცა მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ რეფერალურმა სამსახურმა ბათუმის კლინაკაში გადაიყვანა.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა და წერს:
”როგორც ახლა გახდა ჩემთვის ცნობილი, გუშინ ლანჩხუთის ავერსის კლინიკაში (სავარაუდოდ ბათუმიდან)შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში უკრაინელი გოგო.რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით ეტყობოდა გაუპატიურების და ძალადობის კვალი სხეულზე(სიგარეტით ამომწვარი მუცლის არეში) იმედია, შსს რეაქცია ამ გაუგონარ და ამაზრზენ დანაშაულზე, იქნება სწრაფი და ადეკვატური,ყოველგვარი კითხვითი ნიშნების გარეშე!” – წერს ასკურავა.