ქვეყანამ შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაკარგოს – მიზეზი

The Irish Times წერს, რომ ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რაოდენობა იზრდება, რაც პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსთვისაც.

გამოცემის ცნობით, თუ საქართველო მიგრაციის მართვას ვერ შეძლებს, შესაძლოა, ქვეყანამ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაკარგოს.

მათივე ინფორმაციით, ირლანდიაში მხოლოდ ამ წელს თავშესაფარი 1 100-ზე მეტმა ქართველმა მოითხოვა.

გამოცემა ოფიციალურ პირებსა და ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ მიგრაციის მთავარი მიზეზი არა კონფლიქტი ან მათი პოლიტიკური დევნა, არამედ სიღარიბეა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share