”ყველაზე რთულია, როცა საუკეთესო ძმაკაცებს, თანამშრომლებს და ქართველებს კარგავ, მაგრამ უფრო ძნელი და გამანადგურებელია, როცა ეს ხალხი შენივე ხელით გამოგყავს და შენსავე თანამშრომლებზე ატარებ სამაშველო ოპერაციას. მადლობა ბიჭებო, რაც ქვეყნისთვის და ხალხისთვის გაგიკეთებიათ და მაგ სიკეთეს შესწირეთ თავი. მიყვარხართ და მენატრებით” –
წერს მაშველი, რომელმაც გუშინ, გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრებია ამოიყვანა ხევიდან.