“ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვერ იქნება და არც უნდა იყოს მოფიქრალი პოლიტიკაზე და პოლიტიკურ პროცესებზე” – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია საუბრობს და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა/არწასვლის საკითხს ეხმაურება.
“გასაკვირი არ არის ადამიანისგან, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკასაც კი ვერ უძლებს გამომდინარე იმ მრავალთვიანი არაადამიანური მოპყრობის შედეგად, რაც მან საკუთარ ჯანმრთელობაზე იწვნია. ის პირველ რიგში საჭიროებს გამოჯანმრთელებას და, ბუნებრივია, დაცვის მხარე, ადვოკატები, მათი სტრატეგია არის რომ პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს საზღვარგარეთ შესაბამის ჰოსპიტალში და გამოჯანმრთელდეს. ანუ, როდესაც ადამიანი არის რბილად რომ ვთქვათ, უმძიმეს ჯანმთელობის მდგომარეობაში, რატომ ისმის კითხვა… ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვერ იქნება და არც უნდა იყოს, ბუნებრივია, მოფიქრალი პოლიტიკაზე და პოლიტიკურ პროცესებზე”, – ამბობს მელია.