“ივა­ნიშ­ვი­ლიც და მისი პარ­ტი­აც სა­ა­კაშ­ვი­ლის და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” დე­მო­ნი­ზე­ბით ინარ­ჩუ­ნებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას”

რამ­დე­ნი­მე დღეა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ემიჯ­ნე­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას, “ნაც­მოძ­რა­ო­ბი­და­ნაც“ მი­დის და ეს მისი მხრი­დან დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. “მან თქვა, რომ დღის წეს­რი­გი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმ­დე­ნად საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლია მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კის­გან ითა­ვი­სუფ­ლებს თავს და მი­სა­ხე­დი აქვს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას არ აინ­ტე­რე­სებს არც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და არც ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა. მისი პო­ზი­ცია ნა­თე­ლია, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა არ უნდა, რაც ნიშ­ნავს, რომ არც “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ყოფ­ნა უნდა. თუ მისი სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­დე­ბა, ამის შემ­დეგ ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დია სა­ჭი­რო. პო­ლი­ტი­კა­ში თუ დაბ­რუნ­დე­ბა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კა­ში და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში“,- ამ­ბობს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ად­ვო­კა­ტი ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნი.

ენმ-ს თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ამ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან შე­საძ­ლო წას­ვლა­ზე და ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ეს მისი ად­ვო­კა­ტე­ბის ტაქ­ტი­კაა. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კი გა­ნა­ცხა­და, რომ ნიკა მე­ლი­ამ სა­ა­კაშ­ვი­ლის “სა­ი­დუმ­ლო ფორ­მუ­ლა” გათ­ქვა.

“ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ეჭვქვეშ აყე­ნე­ბენ სა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებს და მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბას ელო­დე­ბი­ან. თუმ­ცა აქვე ამ­ბო­ბენ, რომ ახლა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ექ­სპრე­ზი­დენ­ტის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნაა, რის შემ­დე­გაც ის თა­ვად მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ. “შე­უძ­ლე­ბე­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის ამ მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ა­კაშ­ვი­ლი იყოს ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა­ში, ან ნე­ბის­მი­ერ სხვა საქ­მე­ში. ამი­ტომ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­კი­თხია გა­და­სა­წყვე­ტი. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი წნე­ხის ქვეშ კა­ნი­ბა­ლუ­რი რე­ჟი­მის მხრი­დან, რო­გორ­საც წარ­მო­ად­გენს ივა­ნიშ­ვი­ლის ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, უნდა გა­ვი­დეს ისეთ გა­რე­მო­ში, სა­დაც მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე იზ­რუ­ნე­ბენ“, – ამ­ბობს პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი.

სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბა, რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი მო­ი­თხო­ვენ, სა­მარ­თლებ­რი­ვი ფორ­მაა, მაგ­რამ ამ ფორ­მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის თუ გა­მო­ი­ყე­ნებს. ის­მის კი­თხვა, რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ეს გა­ა­კე­თოს “ოც­ნე­ბამ“? – სა­ა­კაშ­ვი­ლი “ნაც­მოს” თუ გა­ე­მიჯ­ნე­ბა, ეს, ცხა­დია, მის პარ­ტი­ას ელექ­ტო­რა­ლუ­რად ფასს და­უგ­დებს. ჩვენ ად­ვო­კა­ტე­ბის პი­რით გვეს­მის, რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ეს გა­ა­კე­თოს სა­ა­კაშ­ვილ­მა, მაგ­რამ თა­ვად ექ­სპრე­ზი­დენ­ტი გან­ცხა­დე­ბას აგ­ვი­ა­ნებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის ამას გა­ა­კე­თებს, თუ მას ექ­ნე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ გაშ­ვე­ბის პი­რო­ბა. არის თუ არა ეს გა­რი­გე­ბის ნა­წი­ლი და რა პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან დის­ტან­ცი­რე­ბამ, ამა­ზე ambebi.ge-სთან პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე სა­უბ­რობს:

“ჩემი აზ­რით, ეს გან­ცხა­დე­ბე­ბე­ბი ად­ვო­კა­ტებ­მა გა­ა­კე­თეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­ა­კაშ­ვილს გარ­კვე­უ­ლი დრო ჰქო­ნო­და ნი­ა­და­გი მო­ე­სინ­ჯა, რა რე­აქ­ცი­ას გა­მო­იწ­ვევ­და ასე­თი გან­ცხა­დე­ბა ცალ­კე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ცალ­კე – ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ამ­ბო­ბენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცუ­დად არის, მაგ­რამ არც ისე ცუ­დად, რომ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა ვერ შეძ­ლოს. ვერც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი კუ­ლუ­ა­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლეს ეშე­ლო­ნებ­თან…

რო­გორც ჩანს, სა­ა­კაშ­ვი­ლი ყვე­ლა მე­თოდს იყე­ნებს და მზა­დაა ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს, თუ სა­ნაც­ვლოდ გა­და­უ­ვა­დე­ბენ სას­ჯელს და უცხო­ეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ გა­უშ­ვე­ბენ. ეს იქ­ნე­ბა გა­რი­გე­ბა, სხვაგ­ვა­რად რა მოლ­პა­რა­კე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს? სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­რი­გე­ბას სთა­ვა­ზობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მო­ტი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა, ის სთა­ვა­ზობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ უარს ამ­ბობს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და სა­ნაც­ვლოდ მას გა­უშ­ვე­ბენ სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ზღვარ­გა­რეთ. მე პი­რა­დად, პრობ­ლე­მა არ მაქვს, თუ გა­უშ­ვე­ბენ, მაგ­რამ ეჭვი მაქვს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას არ იზამს. სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ პო­ლი­ტი­კის გა­რე­შე ვერ გაძ­ლებს, ეს ათმა წელ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რამ­დე­ნად სან­დოა მისი სი­ტყვა, არც ვიცი. იქ­ნე­ბა ის ცი­ხე­ში, თუ – უცხო­ეთ­ში, გა­ა­კე­თებს ამ გან­ცხა­დე­ბას, თუ – არა, სა­ა­კაშ­ვი­ლი მუ­დამ იქ­ნე­ბა ფაქ­ტო­რი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ამომ­რჩევ­ლის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თვის. ჩემი აზ­რით, მას მერე, რაც ის აქ ჩა­მო­ვი­და, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ი­ტინ­გი საკ­მა­ოდ და­ე­ცა. რე­ა­ლო­ბა აქ ასე­თია: სა­ა­კაშ­ვი­ლი დად­გა ალ­ტერ­ნა­ტი­ვის წი­ნა­შე, რომ ქუ­ჩი­დან მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა, ეს არის ფაქ­ტი. არ ვიცი, ნიკა მე­ლი­ას პარ­ტი­ის შიგ­ნით ვინ რას საყ­ვე­დუ­რობს, მაგ­რამ მო­ყო­ლე­ბუ­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან დღემ­დე,”ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ” სცა­და ყვე­ლა­ფე­რი, რისი გა­კე­თე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ ამან შე­დე­გი არ მო­ი­ტა­ნა. ახლა ის ასე­თი ალ­ტერ­ნა­ტი­ვის წი­ნა­შე დგას – ან უნდა ეს გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს და გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ცი­ხი­დან, ან მას ემუქ­რე­ბა ცი­ხე­ში ყოფ­ნა. არის მე­ო­რე ფაქ­ტო­რი – 4-5 თვე მა­ინც იქ­ნე­ბა, გო­რის ჰოს­პი­ტა­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მუდ­მი­ვად არის ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ მი­შას სას­წრა­ფოდ თუ არ გა­და­იყ­ვა­ნენ, მოკ­ვდე­ბა და ა.შ. თა­ვი­დან ეს ფაქ­ტო­რი მუ­შა­ობ­და, მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ცო­ცხა­ლია (ღმერ­თმა დიდ­ხანს აცო­ცხლოს). ანუ ეს ფაქ­ტო­რიც მო­ი­შა­ლა და დარ­ჩა ერ­თა­დერ­თი – გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა, რომ მი­დის ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან და მო­ი­პო­ვოს სამ­კურ­ნა­ლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ჩემი აზ­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამა­ზე არ წავა. ის გა­დად­გამს ამ ნა­ბიჯს მხო­ლოდ მა­შინ, თუ მარ­თლა სე­რი­ო­ზუ­ლად დად­გა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას “ვი­ვა­მე­დი­დან“ აქვს ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი და პა­რა­მეტ­რი სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­შინ გა­დად­გამს ამ ნა­ბიჯს, თუ რე­ა­ლუ­რია ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ის ამას არ გა­ა­კე­თებს, ვი­ნა­ი­დან მას სა­ა­კაშ­ვი­ლი სჭირ­დე­ბა ისე­ვე, რო­გორც 10 წელი სჭირ­დე­ბო­და და რაც უფრო და­ე­ცე­მა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. ერთი სი­ტყვით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, გარ­კვე­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ხდე­ბა “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­შიც” და არ გა­მოვ­რი­ცხავ, ეს მოძ­რა­ო­ბაც ორად გა­ი­ყოს“.

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე გან­მარ­ტავს რა პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის­გან გა­მიჯნ­ვას თა­ვად “ნა­ცო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში” , რა პერ­სპექ­ტი­ვა რჩე­ბა მის პარ­ტი­ას, ასე­ვე, რა ბედი ელის “ოც­ნე­ბას, ეს მოვ­ლე­ნა გა­აძ­ლი­ე­რებს, თუ პი­რი­ქით – და­ა­სუს­ტებს ოპო­ზი­ცი­ას და სა­ერ­თოდ, შეც­ვლის თუ არა პო­ლი­ტი­კურ ამინდს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ავან­სცე­ნი­დან გას­ვლა.

“ჯერ­ჯე­რო­ბით, “ოც­ნე­ბა“ კარ­ნა­ხობს თა­მა­შის წე­სებს მთელ ოპო­ზი­ცი­ას. ოპო­ზი­ცია არის სრუ­ლი­ად ქა­ო­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, დაბ­ნე­უ­ლია და არ აქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არა­ნა­ი­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, არ გა­აჩ­ნია სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა და მი­დის ქა­ო­სუ­რი პრო­ცე­სი. ამი­ტო­მაც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დღეს არის მშვი­დად ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მხრივ. რო­გო­რი იქ­ნე­ბა პრო­ცე­სი სექ­ტემ­ბრი­დან, ვნა­ხავთ, მაგ­რამ ამ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან არ მგო­ნია, რა­ი­მე გა­მო­ად­ნოს ოპო­ზი­ცი­ამ, არ არი­ან ამის­კენ მო­მარ­თუ­ლი, დგა­მენ არას­წორ ნა­ბი­ჯებს და თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით პი­რი­ქით, ხელს უწყო­ბენ იმას, რომ “ოც­ნე­ბა“ დარ­ჩეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­დღაც 55-60% შე­იძ­ლე­ბა იყოს ოპო­ზი­ცი­უ­რი, მაგ­რამ ის არ არის ერ­თი­ა­ნი. ის ხალ­ხი, ვინც სა­ა­კაშ­ვი­ლის ამომ­რჩე­ვე­ლია, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი ასე ფი­გუ­რი­რებს, სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი მის ამომ­რჩე­ველ­თან ერ­თად არ იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნებ­ზე. ოპო­ზი­ცი­ის ელი­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არ გა­მო­იწ­ვევს ოპო­ზი­ცი­უ­რი ელექ­ტო­რა­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, ამას ვერ ხვდე­ბა ოპო­ზი­ცია ამ­დე­ნი ხა­ნია. რა გან­ცხა­დე­ბაც არ უნდა გა­ა­კე­თოს ელექ­ტო­რა­ტის იმ ნა­წილ­ზე, რო­მე­ლიც ბრმად ენ­დო­ბა სა­ა­კაშ­ვილს, ის მის­თვის ფაქ­ტო­რი, იქ­ნე­ბა ცი­ხე­ში, თუ – გა­რეთ. ამას ემა­ტე­ბა კი­დევ მე­ო­რე ნა­წი­ლი, რო­მელ­მაც მშვე­ნივ­რად იცის რა ხდე­ბა, ვგუ­ლის­ხმობ, პარ­ტი­ის ელი­ტას. “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში” ახლა მი­დის ბრძო­ლა, ვინ იქ­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ელექ­ტო­რა­ტის მემ­კვიდ­რე, ამი­ტომ მე­ლი­ას წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი კამ­პა­ნია, რომ მან ყვე­ლა­ფე­რი არ გა­ა­კე­თა, შე­ფარ­ვით იმ ამომ­რჩევ­ლის გუ­ლის მო­გე­ბაა, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილს ბრმად ემორ­ჩი­ლე­ბა და მას აძ­ლევს ხმას. ამი­ტო­მაც ვვა­რა­უ­დობ, რომ პარ­ტია შე­იძ­ლე­ბა ორად გა­ი­ყოს.

ამი­ტომ ჯერ­ჯე­რო­ბით, ვიდ­რე ოპო­ზი­ცია ასეთ დი­ფუ­ზი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მა­ნამ­დე “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მშვე­ნივ­რად შე­უძ­ლია აკ­რი­ტი­კოს აშშ-ს ელ­ჩიც, ევ­რო­კავ­ში­რიც, კონ­გრე­სიც და ყვე­ლა. მას შიგ­ნით საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ივა­ნიშ­ვი­ლიც და მისი პარ­ტი­აც აქამ­დე სა­ა­კაშ­ვი­ლის და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” დე­მო­ნი­ზე­ბით ინარ­ჩუ­ნებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას, ამი­ტომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხი­დან რომც გა­უშ­ვან, პო­ლი­ტი­კი­დან არ გა­უშ­ვე­ბენ, თა­ვად “ოც­ნე­ბა“ არ გა­უშ­ვებს, ამას რა დიდი მიხ­ვედ­რა უნდა… რო­გორც კი მიშა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე გავა, მაქ­სი­მუმ 2 თვე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სიმ­შვი­დე. ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ზე, სა­დაც კი დღემ­დე ერთი-ერ­თზე დარ­ჩა “ოც­ნე­ბა“ და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, იმ ამომ­რჩე­ველ­მა გა­და­წყვი­ტა არ­ჩევ­ნე­ბის ბედი, რო­მელ­საც “მიშა მო­ვა­თი” აში­ნებ­დნენ.

“ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­ნი­მუმ 2024 წლამ­დე სჭირ­დე­ბა ცი­ხე­ში. ერ­თა­დერ­თი მას ალ­ბათ გა­უშ­ვე­ბენ, თუ მარ­თლა სე­რი­ო­ზუ­ლად დამ­ძიმ­და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში მიშა დარ­ჩე­ბა ცი­ხე­ში და და­ტო­ვე­ბენ პო­ლი­ტი­კა­ში. ის დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უფრო სჭირ­დე­ბა, ვიდ­რე ოპო­ზი­ცი­ას…“, – ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი.

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share