შუახნის კაცს, რომელსაც 11 წლის ბიჭის მიმართ სექსუალურ ძალადობას ედავებიან, დღეს ბრალდება ოფიციალურად წარედგინება, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
უმძიმესი დანაშაული შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ერთი წლის განმავლობაში მოზარდზე მწყემსი ძალადობდა და მას ამბის გახმაურების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
ძალადობის შესახებ ბავშვმა რამდენიმე დღის წინ დედას უამბო. მას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ახლა ფსიქოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, დაკავებულმა პოლიციაში ბრალი აღიარა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.