ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებით, მან ციხიდან ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას წერილი მიიღო. პავილიონისიმ მელიას “ივანიშვილის მმართველობის პატიმარი უწოდა” და საკუთარ ფეისბუქზე გაასაჯაროვა წერილი, სადაც ენმ-ს თავმჯდომარე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“დღეს ციხიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები მივიღე. ივანიშვილის მმართველობის პატიმრის, ნიკა მელიას სიტყვები, რომელიც მისმა წარმომადგენელმა გადმომცა.
ნიკამ მომცა საშუალება გავასაჯაროვო ეს სიტყვები, გავუზიარო ლიეტუვაში საქართველოს ყველა მეგობარს. ის გულწრფელად გიხდით მადლობას დღეს. მადლობა პირადად ჩემგან ყველას, ვინც მხარს უჭერს თავისუფლებასა და დემოკრატიას, ასევე სეიმების თავმჯდომარეს, ყველა ჩემს სხვა ასოციაციას, ვინც არ უღალატა თავისუფლებას. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. იმედია, პრეზიდენტი წაიკითხავს ამ სიტყვებს და დაფიქრდება მაინც.
წერილში ვკითხულობთ — ძვირფასო ჟიგის, ნიკამ დამირეკა ციხიდან. მან მთხოვა, თქვენთვის გადმომეცა მისი მადლიერება იმისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აკეთებთ, რომ ეს საქმე საერთაშორისო მეგობრებთან წამოწიოთ. თქვენ რომ არა, ეს საკითხი ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დღის წესრიგში ასე მაღლა არ იქნებოდა, ამიტომ პირადად თქვენ კიდევ ერთხელ გადაგიხადათ ძალიან ბევრი მადლობა” — წერს იგი.