ABC News-თან ინტერვიუში უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა “თავისუფლების დათმობა” იქნება და ეს პუტინის შეჭრას არ დაასრულებს. ოლენა ზელენსკამ გაიმეორა ქმრის პოზიცია, რომ დონბასი, რომელსაც ახლა რუსეთი უტევს, კვლავ უკრაინის იქნება.
“მაშინაც კი, თუ ჩვენ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს, აგრესორი ამაზე არ გაჩერდება, ის გააგრძელებს ზეწოლას, ის გააგრძელებს უფრო და უფრო მეტი თავდასხმების განხორციელებას ჩვენს ტერიტორიებზე”, – დასძინა ზელენსკამ.