დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში ერთმანეთს სოფელ კუმურდოს ყოფილი დეპუტატი, აშოტ საარიანი და პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრანიკ პეტროსიანი დაუპირისპირდნენ – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა jnews.ge ავცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სიტვყიერი დაპირისპირების და ხელის კვრის შემდეგ, აშოტ საარიანი სამართალდამცავებმა პოლიციის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
დააპატიმრეს თუ ტერიტორიას განარიდეს აშოტ საარიანი, ამ ეტაპზე უცნობია. დეტალებს შსს-ში ვაზუსტებთ.