თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს.
დადგენილების მიხედვით, მოსარგებლეებს ქვეპროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.
თბილისში რეგისტრირებულ 60 წლის და 60 წელს ზემოთ პირებს მომსახურების მიღება შეუძლიათ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში.
თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სპორტი უფროსი თაობისთვის” თანახმად, თვეში დაფინანსდება არაუმეტეს 300 ადამიანი. მოსარგებლეებს საცურაო აუზის ან ფიტნეს დარბაზის თავისუფალი არჩევის საშუალება აქვთ.