კვლავ უკიდურესად დაძაბულია მდგომარეობა ფრონტის წინა ხაზზე, ყველა ცხელი წერტილი ახლა ლუგანსკისა და ხერსონის ოლქებია, სადაც დამობმვები არ წყდება.
სწორედ ხერსონთან განხორციელებული ერთ-ერთი შეტევის დროს, როდესაც საოკუპაციო ძალებმა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბერდია ჯოხაძე დაჭრილი თანამებროლების ნანგრევებიდან გამოყვანის დროს მოიწამლა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ხვალ ქართველ გმირს სამშობლოში ჩამოასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.