დარია დუგინას მანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო “ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ”. დაჯგუფება განადგურებით დაემუქრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც. შესაბამისი განცხადება მათ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს.
ცნობისთვის, დარია დუგინა საკუთარ ავტომობილში 20 აგვისტოს, გვიან ღამით ააფეთქეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტი თავად პუტინის პროპაგანდისტის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თუმცა დუგინი ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტერაქტი დაგეგმილი იყო. ოფიციალური კრემლი არაფერს ამბობს, მაგრამ მათთან დაკავშირებული წყაროები მომხდარში უკრაინას ადანაშაულებენ. ოფიციალური კიევი კი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
ცნობისთვის, დარია დუგინა მხარს უჭერდა ომს უკრაინაში და პირადი კომუნიკაცია ჰქონდა ე.წ “დონბასის სახალხო ლაშქრის” მებრძოლებთან. ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, ის დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის მიერ სანქცირებული იყო.