საქართველოში ვაშლის კრეფის სეზონი იწყება. როგორც EastFruit-ი წერს, ბაზარზე წელს ახალი საექსპორტო ჯიში „გალა“ გამოჩნდა. ამჟამად, პროდუქტის საბითუმო ფასი კილოგრამზე 2 ლარს შეადგენს. თუმცა, ამ ეტაპზე ვაშლის ამ სახეობის მოსავალი საკმარისი არ არის.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, მასობრივი კრეფა 5 სექტემბრიდან დაიწყება. მშრალი ამინდის გამო, ვაშლს ცოტა დრო სჭირდება ფერის მისაღებად.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონზე საქართველოში ვაშლის რეკორდულად მაღალი წარმოებაა მოსალოდნელი. შეფასებები მერყეობს 130 000-დან 150 000 ტონამდე, რაც გაორმაგებულ რაოდენობას წარმოადგენს წინა სეზონის მოცულობასთან შედარებით და 2021 წლის რეკორდს 50-70%-ით აღემატება.
მიწოდების ასეთი დიდი ზრდის გამო, სავარაუდოდ, ექსპორტი გადამწყვეტი იქნება ვაშლის ფასებისთვის. მოსალოდნელია, რომ მხოლოდ ადგილობრივი მოთხოვნა ვერ ანაზღაურებს მიწოდების ასეთ ზრდას და ვერ უზრუნველყოფს მაღალ ფასებს.
გარე მოთხოვნისა და ექსპორტის მდგომარეობა კი ჯერ კიდევ არ არის ნათელი. ფერმერები ფასებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.