ექსპერტები, რომლებიც კოსმოსურ ამინდს ადევნებენ თვალს, უკვე გვაფრთხილებდნენ, რომ ამ კვირაში მზეზე მორიგი ძლიერი ამოფრქვევა მოხდებოდა. M კლასის ამოფრქვევა მზეზე პარასკევს, 26 აგვისტოს მოხდა. მზის ლაქიდან, რომელსაც AR3089 ეწოდება, და რომელიც დედამიწისკენ იყო მომართული, პლაზმის უზარმაზარი ნაკადი გამოიფრქვა. AR3089 მზის ექვსი აქტიური ლაქიდან ერთ–ერთია. ეს ლაქები სხვადასხვა სიმძლავრის აფეთქებებით გამოირჩევიან. აფეთქების დროს უზარმაზარი მასის კორონარული გამოტყორცნა მოხდა, ეს კი პლაზმის ნაკადია, რომელიც მზიდან ამოიფრქვა და ჩვენი პლანეტის მიმართულებით წამოვიდა.
მეცნიერების პროგნოზით, დამუხტული მზის ნაწილაკების ნაკადი დედამიწამდე 29 აგვისტოს მოაღწევს რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში დედამიწა მაგნიტური ქარშხლის ზემოქმედების ქვეშ იქნება. – წერს Live Science.
მზეზე M კლასის აფეთქება NASA –ს კოსმოსურმა აპარატმა, სახელწოდებით Solar Dynamics Observatory დააფიქსირა. მეცნიერები თვლიან, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა მზეზე კიდევ რამდენიმე მსგავსი აფეთქების სერია მოხდეს.