“რაც მქონდა ეროვნული სიმბოლიკის აღმნიშვნელი და სპორტთან დაკავშირებული, ის ჩავიცვი”, – ასე გამოეხმაურა “პალიტრანიუსის” ეთერში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ის საკალათბურთო მატჩს საფეხბურთო ნაკრების მაისურით ესწრებოდა.
ამტკიცებს, რომ “კალათბურთზე ადამიანები ბრეტელებიანი მაისურით არ დადიან”. მისივე თქმით, ეს სასაცილოა და აჩვენებს, რომ “ეს ადამიანები სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან”.
“აქედან ჩანს, რომ ამ ადამიანებს სპორტიც არ ესმით ამ ადამიანებს და არც მიუდევნებიათ არცერთი სპორტული შეჯიბრებისთვის თვალი. ჩვეულებრივი მოვლენაა, კალათბურთზე ადამიანებმა შიგნით მეორე მაისური უნდა ჩაიცვან, რაღაცა და, ბრეტელებიანი მაისურით არ დადიან და ხშირი მოვლენაა და ევრობასკეტს თუ აკვირდებით, ხშირად ნახავთ, რომ საფეხბურთო მაისურებით დადიან საკუთარი ქვეყნის გულშემატკივრები საკალათბურთო მატჩებზე, წყალბურთზეც იგივე ხდება და ჰოკეიზეც ვერ ივლი, ჰოკეის მაისურით ხომ?! ხშირად ხდება ხოლმე, რომ სპორტის სხვა სახეობის მაისურით მიდიხარ თვითონ სასაცილოა ეს თემა და აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან ეს ადამიანები. რაც მქონდა ეროვნული სიმბოლიკის აღმნიშვნელი და სპორტთან დაკავშირებული იყო სწორედ ეს მაისური, ხვიჩა კავარცხელიას ნომრით დამშვენებული და ის ჩავიცვი,” – ამბობს კობახიძე.