ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

გთავაზობთ ქუთაისის სააპელაციოსასამართლოს გადაწყვეტილებას ილა კეჭამაძის სარჩელზე “გურიის მოამბეს” წინააღმდეგ-სტატიაზე “რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა,დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ილა კეჭაყმაძე”

სტატია დაიბეჭდა 2017 წლის 16 ოქტომბერს.

ილა კეჭაყმაძემ სარჩელი შეიტანა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, ის ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას 10 000 ლარის ოდენობით.

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში კეჭაყმაძემ პროცესი წააგო.

მან გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. რაც “გურიის მოამბემ” გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, უზენაესმა სასამართლომ რედაქციის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია მას გამოვაქვეყნებთ ჩაბარებისთანავე, მანამდე, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ გთავაზობთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ცილსწამებად ცნო არა სტატია ან მასში მოყვანილი საფუძვლიანი ეჭვები, რომ შესაძლოა ოზურგეთში მომხდარი შეკვეთილი მკვლელობების – გუჯაბიძის, ფოცხიშვილის, კვაჭანტირაძის -უკან  შესაძლოა ილა კეჭაყმაძე იდგეს, არამედ ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერის, დავით მჟავანაძის განცხადება, რომელმაც ქალაქ ოზურგეთსი ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “კრიმინალები მჟავანაძეს პოლიციის უფრომა კახა მურადაშვილმა ილა კეჭაყმაძის დავალებით მიუსია”

მჟავანაძის ეს განცხადება გამოყყენებული იყო სტატიაში, როგორც კომენტარი და არა როგორც ფაქტი.

სრულად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ბმულში

სასამართლომ უარი უთხრა კეჭაყმაძეს კომპენსაციაზე, “გურიის მოამბეს” დააკისრა მხოლოდ 250 ლარი.

ასე რომ, რედაქციის და მისი საგამოძიებო გუფის მიერ არსებული საფუზვლიანი ეჭვები, რომ გუჯაბიძის, ფოცხიშვილისა და კვაჭანტირაძეს შეკვეთილი მკვლელობების უკან ილა კეჭაყმაძე დგას კვლავ აქტუალურად რჩება და ამ თემებზე ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას.

განაჩენი PDF

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share