„ჩოგბურთი მომექცა იმაზე დიდსულოვნად, ვიდრე ოდესმე ვიოცნებებდი“ – როჯერ ფედერერი კარიერას ასრულებს

შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი კარიერას ასრულებს და აცხადებს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი Laver-ის თასი მისი ბოლო ტურნირი იქნება.

„როგორც ბევრმა თქვენგანმა იცით, გასულ 3 წელში გამოწვევები მქონდა ტრავმებისა და ოპერაციების სახით. ბევრი ვიმუშავე, რათა ჩემს ფორმას დავბრუნებოდი. თუმცა, ასევე ვიცი ჩემი სხეულის შესაძლებლობები და ლიმიტები და მისი ბოლოდროინდელი გზავნილი გასაგები გახდა. მე 41 წლის ვარ. 24 წლის განმავლობაში 1 500 თამაშზე მეტი ჩავატარე. ჩოგბურთი მომექცა იმაზე დიდსულოვნად, ვიდრე ოდესმე ვიოცნებებდი და უნდა მივხვდე, როდის არის დრო, დავასრულო კონკურენტული კარიერა.

მომავალ კვირას ლონდონში გასამართი Laver Cup ჩემი საბოლოო ATP-ის ტურნირი იქნება. მე უფრო მეტ ჩოგბურთს ვითამაშებ მომავალში, რა თქმა უნდა, მაგრამ არა დიდ სლემის, ან რაიმე სხვა ტურნირზე“, – წერს ფედერერი.

როჯერ ფედერერს კარიერის მანძილზე 20 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share