ცნობილი ხდება რამდენი ადამიანი შეეწირა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებებს

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებებს სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სომხური მხარის დანაკარგები 135 ადამიანს შეადგენს, აზერბაიჯანი კი სულ მირე 77 ჯარისკაცის სიკვდილის შესახებ იუწყება.

ბოლო ინფორმაციით, ამ დროისათვის სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სიმშვიდეა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share