33 წლის მამაკაცმა ჩოხატაურის რაიონში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქ-გვერდი “ჩვენ გვიყვარს შოთო სიხარულიძე” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ტვ12-ის გადაცემა “ალავერდის” წამყვანი იყო. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა:
”გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი 33 წლის ბაჩი ბერძენიშვილი
მენანები მიწისთვის…. —– ცივ სამარეში ვერ ჩაეტია
და სახლში დარჩა ემიგრანტ დედას თბილი ხელები…
ემატება ტკივილს ტკივილი,
ვერ ჩაეტია ცივ სამარეში
და სახლში დარჩა დედას ღიმილი…
მხრებით ტკივილი მიმაქვს ქარიქარ,
ცივ სასახლეში გამოხვეული,
ვერ გაეტია ჩახსნილ კარიდან
და სახლში დარჩა დედას სხეული…
ბორცვი მარტოა ახლა სრულიად. და მეც მშვიდი ვარ ახლა სრულებით
და რადგან სახლი დედის სულია
მათბობს საკმევლის ნელი სურნელით…
გლოვობს ჩემი სოფელი გორაბერეჟოული…. ჩოხატაური…ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული…. არ მჯერა და ვერც ვერასდროს დავიჯერებ….
უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 33 წლისას მოგისპო სიცოცხლე. წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას ციცო კოტრიკაძეს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. (შოთო სიხარულიძე ასევე თანაუგრძნობს მარიამ ბერძენიშვილს და მამუკა კუპრაძეს)
ბაჩი რატომ არ შეგებრალა მეუღლე და პატარა შვილი მარტო… 33 წელი პატარა დროა ბედნიერებისთვის…. ალბათ განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა….
ღიმილის ბიჭი. შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ… შენ, რატომ არ შეგებრალა შენი მეუღლე შვილი და ოჯახი ემიგრანტი მონატრებული დედა…
მიწისთვის მენანები… სულით ხორცამდე შემძრა შენმა გარდაცვალებამ ჩემო ბაჩი… ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენი გულიანი, ბაჩი აღარ გვყავს.
ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე სწყუროდა, უხაროდა ყველას წარმატება, უყვარდა ყველას დაფასება.
მეუღლე რატომ არ შეგებრალა მას ხომ სიგიჟემდე უყვარდი…
“ვერ ვიჯერებ შენს ასე ადრე წასვლას. ვერ ვიჯერებ, არც მინდა დავიჯერო.
მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.
შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.
ასე იცხოვრე…
ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი.
თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. ეს რა გააკეთე..… არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გვერდი “ჩვენ გვიყვარს შოთო სიხარულიძე” ავრცელებს.