ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, რომ მალე საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადი, შესაძლოა რამდენიმე ხანში ცუდად შემოგვიტრიალდეს.
„ცოტა უტრირებულად გამომდის, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ოკუპირებულია 100%-ით.
საქართველოს მოქალაქეები, ჯერჯერობით, ვინარჩუნებთ აქ ცხოვრების უფლებას, თუმცა ემიგრაციაში ბოლო ხანს წასულ ქართველებს უკვე შეგვიძლია მეტაფორულად ვუწოდოთ ლტოლვილებიც.
დანარჩენსაც შეიძლება მოგვიწიოს ლტოლვილობა, რადგან ამ ქვეყნისთვის ამდენი ნაკადი ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებისა, არც კი ვიცით, როგორ შეიძლება შემოგვიტრიალდეს რამდენიმე ხანში.
რაც შეეხება ოკუპანტი სახელმწიფოს იმ გამონაკლის მოქალაქეებს, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ ემპათიას, ეს ნებისმიერ დამპყრობელ სახელმწიფოს ახასიათებდა და სამწუხაროდ, მხოლოდ ზღვაში წვეთის ოდენობისაა.“ – წერს არჩილ გამზარდია.