მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს ამბავს, რომელიც სამგორის ბაზრის ტერიტორიაზე შეემთხვა.
„გუშინ ვიყავი სამგორის ბაზრის ტერიტორიაზე, ხალხი სადაც მოძრაობდა მეც ჩვეულებრივად ვმოძრაობდი და ტელეფონზე ვსაუბრობდი აზერბაიჯანულად, ვინმე ქალი ცოცხით დამარტყა ფეხზე და გაბრაზებულად ” შენ თათარო გაეთრიე აქედან, მეჩქარება სახლშიო, და თვითონ კი ასუფთავებდა ცოცხით თავისი დახილის წინ. ეგონა მეც ბაზარში მყოფი აზერბაიჯანელი ქალებისავით გავჩუმდებოდი და არაფერს ვეტყოდი და “იზვნიტე სესტრა” ვეტყოდი.
მისი ცოცხით ფეხზე დარტყმა ბოლო ნერვებზე მიმოქმედა ძალიან და შევბრუნდი მისკენ, ძალიან გაბრაზებულად და გამწარებულად, მაგრამ ის ქალის მაინც ისეთი ბინძური ენა და ლაჩარი სიფატი ჰქონდა არც ღირდა მასთან ჩხუბის აზრი, (ასეთ შემთხვევებში ვმარცხდები, რადგან არ ვიყენებ გინებას და ცუდ სიტყვებს), ყველა სახის სიძულვილის, ძალადობის წინაღმდეგ ვარ და კოღო რო მიკბენს არც კი ვკლავ მაგრამ ამ დროს მინდოდა ყველა ძალით, ზიზღით ეს ქალი გავასწორებდი მიწასთან, ყველა სასტიკი მეტოდი კი გამოვიყენებდი, ისეთი დღეში ვიყავი სისხლსაც დავლევდი, დამჭირდა 3-4 საათი რომ დავაწყნარე ჩემი თავი და საშველად კი ჩემი ყველაზე ახლო ქართველი მეგობარი მოვიდა მერე ჩემთან, თორე ნამდვილად კიდე ვფიქრობდი, რომ ხომ არ დავბრუნდი უკან, ხომ არ გავაგრძელო. ეს ალბათ წლების შეგროვებული ბრაზი იყო, რომელიც ვატარებდი უბრალოდ. ამ ხმაზე კი გვერდზე მდგომი ორი კაცი მოვიდა, მართალი ვიყავი თუ არა არც დაინტერესდნენ მათ უბრალოდ არ მოეწონა “ვიღაცა თათარის” ჩხუბი ქართველ ქალთან.
რატომღაც ოკუპანტს ამ ქვეყანაში უფრო დიდი პატივი აქვს ვიდრე საქართველოს მოქალაქებს, რატომღაც ჩემი აზერბაიჯანული ენა ვიღაცას აბრაზებს მაგრამ მტრის რუსული ენა არაა. რატომღაც დღემდე ყველა უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება არ იყო საშიში და სასტიკი მაგრამ რუსული ტურისებისთვის “სპეციალური კანონიც” კი ამზადებენ.
მეტი არაფერს ვეტყვი..
დღეს არის 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღე“, – წერს სამირა ბაირამოვა.