ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს და “ქართულ ოცნებას” მიმართავს- “თუ გინდათ ხალხს ევასებოდეთ, დაიცავით ოპოზიციის უფლებებიც”:
“არადა მარტივია. ასი ათასობით ლაიქი ადასტურებს რომ ხალხს არ უნდა დაპირისპირება. დაიღალა ქვეყანა პოლარიზებით.
გამოვიდა და თქვა, შეიძლება მელია არ მევასებოდეს, არ ვეთანხმებოდე მაგრამ მის დაჭერას ხელი არ მოვაწერეო. თავისთავად ეს არის პრეცედენტი მაღალ პოლიტიკურ იერარქიაში, როცა მთლად მთავარს არ ეთანხმება ხელისუფალი და ამას საჯაროდ გამოხატავს.
ახლა მთავარია ქართული ოცნების ლიდერებთან ერთად საჯარო მოხელეებმა და პოლიციელებმა ითვალონ ფოტოზე ლაიქები.
გინდათ ხალხს ევასებოდეთ? დაიცავით ოპოზიციის უფლებებიც. მზა რეცეპტი გიდევთ.”