“ჭკუათმყოფელი ადამიანი გახარიას გულებს უწერს მხლოდ იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ მაგრად არ დაგვასისხლიანა”

“ათასობით ჭკუათმყოფელი ადამიანი გახარიას გულებს უწერს მხლოდ იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ მაგრად არ დაგვასისხლიანა და ნაცების ოფისი შტურმით არ აიღო. 2.3 წუთში ჩატია დამშვიდობება, სისხლს მოწყურებულ ხალხს ვერ მოვერიეო, ახლა თქვენ იდარდეთო, კისერიც გიტეხიათო და გაშპა. ამ კაცს უწერთ გულებს? მგონი მართლა ყველაფრის ღირსები ვართ”.-წერს ტელეკომპანია  კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.
“ოკ. დავივიწყოთ 20 ივნისი და სხვა “პატარა გადაცდომები“. 2020 წლის 20 თებერვლიდან დღემდე: განადგურებული ეკონომიკა და ბიზნესი. არაადეკვატურავითვალოთ მხოლოდ ი, არაპროპორციული ზომები ეპიდემიის წინაღმდეგ, ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემა, გაფლანგული მილიონები, მოზიდული საერთაშორისო დახმარება გაურკვეველი მიმართულებით გადამისამართებული, ძლივს თავმობმული ტესტირება, არარსებული ვაქცინა, რომლის პერსპეტივაც კი არ ჩანს , გაკოტრებული ბიზნესი, რომელიც იხვეწება სახელმწიფო დაელაპარაკოს მაინც, სრული აბსურდი, ქაოსი და გაუგებრობა ყველა სფეროში, უმუშევრობა, უპერსპექტივობა, ჯერ კიდევ პანდემიამდე განადგურებული ეკონომიკა, ჩაშლილი პროექტები, შეჩერებული ინვესტიციები…რომელი ერთი ჩამოვთვალო… და ათასობით ჭკუათმყოფელი ადამიანი გახარიას გულებს უწერს მხლოდ იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ მაგრად არ დაგვასისხლიანა და ნაცების ოფისი შტურმით არ აიღო. 2.3 წუთში ჩატია დამშვიდობება, სისხლს მოწყურებულ ხალხს ვერ მოვერიეო, ახლა თქვენ იდარდეთო, კისერიც გიტეხიათო და გაშპა. ამ კაცს უწერთ გულებს? მგონი მართლა ყველაფრის ღირსები ვართ.
P.S. გაყალბებული არჩევნები და სხვა ასეთი წვრილმანები რაღა მოსატანია”.- წერს ჯანგირაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share