რომელ კონკრეტულ ინფიცირებულ ფლორას მიჰყავს კაცები—კიბომდე.
რა არის იმის რეალური გარანტი, რომ ნებისმიერი მძიმე მდგომარეობის ან ძლიერი ვირუსის ბოლო ეტაპზე, არ მოკვდეს ადამიანი.
რა არის იმის გარანტი, რომ კიბოს ბოლო სტადიით დაავადებულმაც კი უფრო მეტხანს იცოცხლოს.
ყველა ფსიქიკურ აგზნებას , თავისი მეტაბოლური მიზეზი აქვს , რომლის კუპირება შესაძლებელია.
რეგულირებული აზოტის ცვლა, ესაა სიცოცხლე————————-წნევის, ტინიტუსის, თავბრუხვევის, შაკიკის, ქოლესტერინის სიჭარბის, გულის და თირკმლის პრობლემების, ინსულტის, ინფარქტის გარეშე.
1—-როცა რამდენიმე ორგანოს დაავადებაა , მაგალითად, თუ გულიც გაწუხებთ, ნაღვლის ბუშტიც და სისხლძარღვებიც ან სხვა ვარიანტი , ეს ცილების ცვლის ძლიერი მოშლაა. მისი რღვევის ბოლო, თთქმის , უკურნებელი სტადიის გამოხატულებაა—— ორგანოებში ამილოიდური პროტეინების დაგროვება. რაც უპირობოდ მიდის ორგანოების უკმარისობებმდე. ამილოიდურ პროტეინზე ადრე დაწვრილებით ვისაუბრე. გაქრონიკულებული პროცესების დროს , ის ყოველთვის უნდა გამოკვლიოთ. სწორი მიდგომით , ადრეულ ეტაპებზე გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოველთვის არის. მის ბოლო სტადიაშიც კი, როცა არა მარტო სისხლძარღვები , არამედ ყველა ან რომელიმე ორგანო დალაქავებულია და ამილიოდები დამზიანებლად ჩაწოლილია ,ადამიანი მობილურია და შეიძლება ზოგან უთხრან——-არაფერი არ გჭირსო.
2——ნებისმიერი დაავადების დროს სუნთქვის უკმარისობის განვითარებას, სხვადასხვა მექანიზმი და ეტაპები აქვს. მაგრამ , უშუალოდ სუნთქვის უკმარისობის დასტატუსების დროს—ფილტვის ანთება იქნება, ასთმური ბრონქიტი, ასთმა თუ სხვა ვარიანტი, ამ უკმარისობას ქმნის ——-აგრესიული თრომბის გააქტიურება. რამდენად მასიური და აგრესიულია თრომბული მასა , იმდენად მეტია უკმარისობის ხარისხი. ამიტომ, ასეთ მდგომარეობებში ვერცერთი სპეციფიკური მედიკამენტი ვერ იქნება ბოლომდე ეფექტური, თუ ფონად სისხლის მიკროცირკულაციას არ ვაწერიგებთ ანუ თრომბოზულ ფონს არ გავაუმჯობესებთ. ასთმის , გულის უკმარისობების და სხვა მსგავსი მდგომარობების დროს, მოხრჩობის გრძნობას, სპაზმურ სისხლძარღვში გაჩხერილი თრომბი იწვევს .სპაზმს კი, ამ კონკრეტული დაავადების მექანიზმი. შეტევების მალე მოხსნით იმიტომ გამოვირჩეოდი, რომ სტეროიდების დროებით ეფექტზე კი არ მქონდა პირველი აქცენტი, არამედ თრომბის დაპატარავებაზე ან გაწოვაზე.
3——სასუნთქი სისტემის და არამარტო სასუნთქის ბედი, ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული. მათ შორის ლიდერობს —–ცილა— ფერმენტი——ალფა 1 ანტიტრიფსინის ცვლის დარღვევა. მასზე სხვა კონტექსტში ადრეც ვისაუბრე. პრობლემები მით უფრო ძლიერია , რაც მეტია მისი დეფიციტი . ხშირად ეს ფერმენტი სულ აღარ არის. მაგალითად , ქრება ფილტვების ემფიზემის , ღვიძლის გართულებული დაავადებების, ქოლესტერინის გახანგრძლივებული სიჭარბის , ფილტვების ძლიერი ანთების, ლაურელ—-ერიქსონის სინდრომის და სხვა დროს. ყველაზე ხშირად გენეტიკურია მისი დეფიციტი. ამ ფერმენტის დეფიციტი ხშირია –იმ ბავშვებში, რომელთა მამები ნარკოტიკს მოიხმარდნენ.
სიყვითლით დაბადებულ ახალშობილებს ,მთელი ცხოვრება , ამ ფერმენტის დეფიციტის გამო ————ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის და პანკრეასის პრობლემები აქვთ. ამ კატეგორიის 50 პროცენტზე მეტს ნაღვლის ბუშტში ან თირკმლებში კონკრემენტები უყალიბდება ანუ კენჭები. პირველადი ჯანდაცვა უფრო მეტად რომ იყოს ამ ქვეყანაში, მთავარ პრობლემებზე აქცენტირებული, ამდენი დაავადებული და სიცოცხლის წლებით შეზღუდული ადამიანი არ იქნებოდა. სიყვითლით დაბადებული ბავშვების თავიდანვე კატეგორიად გამოყოფა და სპეციალური მეთვალყურეობა რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა ასეთი რაოდენობით————— თრომბოზები, კენჭოვანი დაავადებები, ქოლესტერინის სიჭარბეები, გულის მძიმე პრობლემები, ფილტვის სიმსივნეები, ღვიძლის გართულებული დაავადებები და კიდევ ბევრი მწამებელი პრობლემა. ბუნებაში არ არსებობს ვარიანტი,რომელიმე ამ ჩამოთვლილი ან სხვა დაავადებებით, სიყვითლით დაბადებული ახალშობილი, მთელი ცხოვრება არ იტანჯებოდეს. რადგან არ არსებობს , რომ ამ კატეგორიას ნაღვლის ბუშტის პრობლემები არ ჰქონდეთ და შესაბამისად ,რაღაც დროში ქოლესტერინის სიჭარბე. ადრე რამდენჯერმე განვმარტე, რომ ახალშობილობაში მარტივ და რთულ სიყვითლედ დიფერენცირება, მედიცინის კნინობითი დონეა. თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში, მცნება———ახალშობილთა მარტივი სიყვითლე უკვე დიდი ხანია აღარ გამოიყენება.
ასევე, მთელი ცხოვრება, ამ ფერმენტის დეფიციტია——— იმ ადამიანებში , რომლებსაც დაბადებისას სწრაფად არ გაეხსნათ ფილტვი ანუ ჰოპოქსიურ ვითარებაში დაბადებული ახალშობილებში. ყველა ასაკში ფილტვის და ღვიძლის ასევე ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების შემთხვევებში; ასთმების და ასთმური ბრონქიტების დროს რამდენიმე ფერმენტის მკვეთრი დეფიციტია. მაგრამ, ამ ფერმენტის წამყვანი დეფიციტია. ბევრჯერ დამიფიქსირებია—— ღვიძლის ფერმენტები—–განსაკუთრებით – ორნითინ კარბამილაზა და მისი რიგის სხვა ფერმენტებიც , ჯანმრთელი ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დროს აზოტის ცვლას არეგულირებენ. რეგულირებული აზოტის ცვლა——–ესაა სიცოცხლე ——————- წნევის, გულისრევის, თავბრუხვევის, ალერგიის, საშარდე გზების პრობლემების ,შაკიკის, ტინიტუსის, ქოლესტერინის სიჭარბის, გულის და თირკმლის პრობლემის, თავის ტკივილის და სხვა დისკომფორტების გარეშე. ხოლო როცა ამ ფერმენტების დეფიციტია, ამიაკის და აზოტის ცვლა დარღვეულია. ეს მექანიზმი ბევრჯერ უკვე ავხსენი დეტალურად. ამის შედეგი ყველაზე არასასიამოვნო პრობლემებია——–შაკიკის შეტევები, ნაღვლის ბუშტის პრობლემები, ღვიძლის დაზიანება, ღვიძლის გაცხიმოვნება და ჭარბი ქოლესტერინი, თავის ტკივილები, მცირედ აწეულ წნევაზე დისკომფორტები, ყაბზობა, პანკრეასის და კუჭნაწლავის ფერმენტების გამოთიშვა და დეგრადირება, ინსულტის განვითარება და სხვა. ანუ ის ,რაც მოსახლეობის დი დ პროცენტს აწამებს. მაგრამ, ნორმაშიც რომ იყოს ორნითინტრანსკამილაზა და მისი თანმხლები ფერმენტები, თუ ალფა 1 ანტიტრიფსინი დეფიციტშია, მაშინ ორნითინის და მისი მწვრივის ფერმენტების მოქმედება სრულიად დაბლოკილია.
.ასთმის ან ასთმური ბრონქიტის მკურნალობა ალფა 1 ანტიტრისფსინის და სხვა მისი მსგავსი ფერმენტების გამოკვლევის გარეშე და მათი დეფიციტის გაუთვალისწინებლობა, მედიცინის ძალიან დაბალი დონეა. საუბარი აღარ არის ფქოდზე და ფილტვების ემფიზემებზე , სადაც მკურნალობაში წარმატება, მხოლოდ ამ ფერმენტების ცვლების დარეგულირებაზეა აწყობილი . როცა სრულფასოვანი მკურნალობა არ ხდება, ამის მაგალითებს ხედავთ არსწორად ნამკურნალებ ადამიანებში ფქოდის დროს, რომლებსაც უკვე გულმკერდის დეფორმაცია აშკარად ეტყობათ. ახლა თუ არა , მომდევნო სტადიაში ფქოდის ანუ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული სინდრომის დროს , მაინც დეფორმირდება გულმკერდი.
ბავშვებს რომლებიც რაქიტით არიან დაბადებულები და ორთოპედიული პრობლემები აქვთ ,ხერხემლის ჩივილების სახით, ასევე ზრდასრულებსაც ——– ამ ფერმენტების ღრმა დეფიციტი აღენიშნებათ. ამ ფონზე უამრავი დაავადება ადვილად წარმოიშობა. მაგრამ, უბედურება ის არის, რომ რაქიტმა, როგორც ხშირად ვამბობ, ძველი სახე იცვალა და ატიპურად არის გამოხატული. ამიტომ, ხშირად ატიპური ფორმების გამოცნობა ვერ ხდება. დღეს იმაზე მეტი რაოდენობითაა რაქიტი ბავშვებში, ვიდრე გასაბჭოების დროსაა აღწერილი . ეს ფორმაშეცვლილი რაქიტი ანგრევს —– მეტაბოლიზმ ს ბოლომდე . არ არსებობს , რომ ატიპური რაქიტით დაავადებულ ბავშვი, ზრდასრულობაში—– ან ქოლესტერინის სიჭარბეს ან გულის სტენტირებას ან თრომბოზებს ან სახსრების პრობლემას ან სისხლძარღვების დაზიანებას გადაურჩეს . რაქიტის პროფილაქტიკა გლობალურია . ის მარტო დე ვიტამინის გაუაზრებელ დოზებს არ უნდა მოიცავდეს. ანუ როგორც არის ჩვენთან. მეტაბოლიზმის მოშლა, მათ შორის —– ქოლესტერინის სიჭარბე, ღვივდება ბავშვობაში დაწყებული , შეუმჩნეველი და დაუბალანსებელი რაქიტით. ყველა ადამიანს , რომ დღეს ხერხემალი და სახსრები აწუხებს , ამის სათავე სულ არ არის ძნელი საძიებელი. მითუმეტეს, რომ რაქიტის პრობლემაში , წამყვანი მექანიზმი ———ცილების ცვლის მოშლა და ძვალ-სახსართა დაზიანებაა. თქვენი ბავშვობა , თქვენივე ორგანიზმის და ფსიქიკის საკუთრებაა. როცა ანამნეზს ვიღებ, თუნდაც 80 წელზე მეტი ასაკის პაციენტისგან, ჩემს შედგენილ კითხვარში პირველი კითხვებია——- ხომ არ სმენია მშობლებისგან მასზე, სამშობიარო სახლსა და ჩვილობაში არსებული პრობლემების შესახებ.
როცა მოშლილია, ცილა-ალფა 1 ანტიტრიფსინის შექმნის პროცესი, ნეიტროფილური ელასტაზა გაავებულია და ფილტვს ნელა შლის. ფილტვის ნელი დაშლაა——– ყველა ბრონქიტი, ფილტვების ანთება და ამ სივრცეში მიკრობული და პარაზიტული პროცესები. მითუმეტეს, არასრულყოფილად ნამკურნალები. მწიფე იმუნური სისტემის ადამიანს ფილტვების ანთება არ დაემართება . ალფა 1 ანტიტრიფსინის მოლეკულა გრაფიკულად მე 14 ქრომოსომის გენშია—–PI-ში. ეს ცილა- ფერმენტი ბიოქიმიურად იბადება ღვიძლის უჯრედებში. ისევე როგორც მილიონობით ნივთიერება, ყველაფერი იქმნება ღვიძლში. თუ რამე, სხვა ორგანოში იქმნება, ის მაინც ღვიძლის გზას გადის. არცერთი სამედიცინო ინცინდენტი მოსარჩენად პრობლემა არ დარჩება, თუ ღვიძლი საშუალოდ მაინც ფუნქციონირებს. ეს ფერმენტი ღვიძლში დაბადების შემდეგ, სისხლს ან ლიმფას მიყვება ფილტვებში . ის ასევე არის——ცხვირიდან გამონადენში, ცრემლში, ზურგის ტვინში, ნაწლავში , ფილტვში თავისთავად. კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს, ის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ამ სისტემის ინდივიდუალური ფერმენტები. რადგან ,ერთ ტანდემში ქმნიან ათასობით ბიოქიმურ რეაქციებს. გგონიათ——-სიმჟავე, წყლული, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი ან დივერტიკულის ტკივილები, ამ ფერმენტის კონტროლის გარეშე გაგიუმჯობესდებათ? მარტო მისი დეფიციტი არ არის პრობლემა. სხვადასხვა ანთებების დროს ის ზედმეტად იზრდება და ანთების მწვავე პერიოდის მარკერია . არა მარტო ფილტვის და ღვიძლის , არამედ სხვა ორგანოებისაც .მაგალითად, ასთმური ბრონქიტის მკურნალობა აქედან უნდა დავიწყოთ. სამწუხაროდ ,ხან ასთმური ბრონქიტის ვითომ მკურნალობა მიდის, ჯამში სრულიად უსარგებლო, მხოლოდ ალერგიის წამლებით. ეს მკურნალობა ზედაპირულია.
განსაკუთრებით ფილტვების ანთების , ფილტვის სხვა ტიპის დაზიანებების დროს, ასევე, ჩამოთვლილი ორგანოების დაზიანებების ან ანთებების დროს ეს ფერმენტი——-ალფა 1 ანტიტრიფსინი, ასევე მისი რიგის სხვა ფერმენტებიც თუ ნორმაშია, მაშინ- ის ————— ბლოკავს ნეიტროფილებიდან , ორგანიზმის დასაზიანებლად გამოსულ ელასტაზის ძალიან მავნე აქტივობას. ელასტინი და ელასტაზა სხვადასხვაა. ელასტინი ყველაზე აუცილებელი ცილაა, რაზეც ბევრჯერ ვისაუბრე. ელასტაზის დაბლოკვის შედეგად, ადამინი ს ჯანმრთელობისთვის და მორჩენისთვის კეთდება უდიდესი საქმე .ფილტვის ალვეოლის კედლებში, ფილტვებში მძიმე პათოლოგიური პროცესის დროს , ბევრი ფიზიოლოგიური დარღვევაა და ეს ადრე დეტალურად განვიხილე. ასევე განვიხილე რა ხდება კოვიდის მძიმე ანთების დროს.
ყველა მძიმე ფილტვების ანთების დროს, ალვეოლების დეგრადირებისთვის და ფილტვის ბოლომდე გაწირვისთვის, რამდენიმე აგრესიული ნივთიერება იბრძვის, რომელთა მთავარი პათოლოგიური შედეგი არის———- ფილტვის , გულის , სისხლძა რღვების და არტერიების ქსოვილების გამადრეკადებელი ცილის——– ელასტინის დაშლა. რაც უფრო სუსტია ელასტინი——————————- უფრო ჩაშლილია, ფილტვის ალვეოლის, სისხლძარღვის და არტერიის კედელი; უფრო მძაფრია თრომბული გართულებები და მეტი შანსია როგორც ფილტვებში —-ფილტვების ინფარქტის, ასევე გულში გულის ინფარქტის და თავის ტვინში ტვინის ინფარქტის ანუ ინსულტის. თუ ეს ფერმენტები, რაზეც ახლა ვსაუბრობ, ნორმაშია ან ნორმას მიახლოებული მაინც, არცერთი, მითუმეტეს, ფილტვების გართულება არ მოხდება. მათი ნორმაში ყოფნით სხვა ორგანოებშიც გართულების პროფილაქტიკაა. რადგან , მაგალითად, ანტიტრიფსინს , ორგანიზმში ჟანგბადის გადანაწილებაში და სისხლის ჟანგბადით გაჯერებაში დიდი როლი აქვს. მხოლოდ დროებითი ეფექტის იქნება და რას შევმატებთ ეწ ჟანგბადის შემტანი წ ამლებით ჰიპოქსიურ ადამიანს, თუ ეს და სხვა, ჟანგბადის მთავარი ფიზიოლოგიური მიმწოდებლები დეგრადირებული იქნებიან . ფილტვის ქრონიკული , გართულებული პრობლემის დროს, სწორედ ამ ფერმენტების დეფიციტს მოყვება ემფიზემა და ფილტვის უკმარისობა . რადგან , ამ და კიდევ მისი რიგის რამდენიმე ფერემენტის დეფიციტის ფონზე, ფილტვის ალვეოლების მემბრანა იშლება და ელეტროლიტები და მინერალები ბალანსს კარგავენ. რაც სასიცოცხლოა ადამიანისთვის. კოვიდის დროს არავინ არ დაიღუპებოდა ამ ფერმენტების კომპენსირებაზე რომ ყოფილიყო მცდელობები. ფქოდი ვისაც გაწუხებთ ქრონიკულად, ანუ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული სინდრომი, ულრველესად ეს ფერმენტები უნდა აკონტროლოთ. ამ ფერმენტების ნორმის ფონზე არავის არ დაემართება მძიმე ფილტვის ანთება.
ეს ფიზიოლოგიური შტრიხები , რაც მოკლედ წარმოვადგინე, არის ქრონიკული დაავადებებით გარდაცვლილებში, სიკვდილის დასტატუსების ბოლო საათების წამყვანი მექანიზმი. ანუ სასიკვდილი ფილტვების ანთების დროს , გარდაცვალების მთავარი მექანიზმი. რადგან, როგორც ხშირად ვამბობ ————— არ არსებობს ადამიანს რამე ქრონიკული დაავადება ჰქონდეს, ქოლესტერინის სიჭარბოდან კიბოს ჩათვლით და ის მოკვდეს ფილტვების ანთების გარეშე. რაც არის მისი სიკვდილის მთავარი ბოლო მიზეზი. ბოლო სტადიის კიბოთ დაავადებულიც უფრო მეტ ხანს იცოცხლებდა, მას ინტერსტიციული კაპილარული ტიპის ფილტვების ანთება რომ არ დამართოდა. ამ დროს ხველა არ არის, რენტგენზეც არ ჩანს და მკურნალობა არ ტარდება, იმიტომ რომ მისი გამოცნობა ვერ მოხდა . ეს სასკვდილო ფილტვების ანთება იმიტომ დაემართა, რომ ამ ფერმენტების სრული გაქრობა იყო. ამ ფერმენტების მომატება და რეგულირება კი ყოველთვის შესაძლებელია, შესაბამისი დარღვეული ცვლების სხვადასხვა ნივთიერებებით კორექციით.
ბავშვებში ქრონიკული ბრონქიტების დროს ანტიბიოტიკების საწყობი რომ ხდება ზოგი ბავშვის ორგანიზმი, ეს არ იქნებოდა ამ ფერმენტებზე ,რომ აქცენტი ყოფილიყო . არასოდეს დამინიშნავს პედიატრიულ კონტიგენტში, ხელოვნური, ქიმიური, ვითომ იმუნიტეტის უსარგებლო წამლები.
ალფა 1 ანტიტრიფსინი და მისი რიგის ფერმენტები მძლავრი იმუნური კომპლექსებია, რომელიც ორგანიზმიდან მუდმივად მუშაობენ მიკრობების განეტრალებაზე და გამოძევებაზე . აძლიერებენ აპოპტოზის უნარს. ერთხელ მაინც თუ ჰქონია ადამიანს ფილტვების ანთება, მას არასოდეს არ ექნება სრულფასოვანი იმუნიტეტი, თუ ბიოქიმიას არ დაალაგებს ამინომჟავების და შესაბამისი ფერმენტების კონტროლით. ზემო სასუნთ გზებს ანთება არ გაცდება , თუ ამ განსაკუთრებული ფერმენტების დეფიციტი არ არის. ამ ფერმენტების როგორც ნაკლებობა ისე მეტობაც საზიანოა. მაგალითად, ანტიტრიფსინი მომატებულია———ანთებების, ინფექციების, რევმატიული პროცესების, ავთვისებიანი კიბოს, ღვიძლის მძიმე ანთებების ——დროს. ამინომჟავური ბალანსის დამყარება , ამ ფენომენების სიჭარბეს და ნაკლებობასაც დროთა განმავლობაში თანდათან ალაგებს. რაც ბევრი სასიცოცხლო პრობლემის მოწესრიგების გარანტია. სიკვდილის აცილების და დაავადებების მორჩენის გზები ყოველთვის არსებებობს. ამ მრავალფეროვანი და საოცარი სამყაროს კანონზომიერმა შემომქმედმა ეს ყველაფერი წინასწარ ჩადო .მედიცინის მეცნიერებამ ბევრი რამ გამოიკვლია და კვლავ ძიებაშია. მაგრამ ხანგრძლივი სასიცოცხლო შედეგისთვის ბევრი შრომა და რწმენა გვჭირდება. ძალიან ბევრი რამ ახსნილია .ყველაფერი კანონზომიერებას ექვემდებარება.
4-ტირილს, ყვირილს და კვენის გამოხატულებას მედიცინაში, ძირითადად, მსგავსი, მაგრამ ,განსხვებული სიმძიმის მექანიზმები აქვს. დამძიმებულ მდგომარეობაში მყოფი , განსაკუთრებით წლამდე ბავშვი, როცა პროცესი უმეტესად გულის პრობლემით და ტაქიკარდიით მიდის, უკიდურესი შეწუხების გამო ,კი არ ტირის ,არამედ—– კვნესის, რადგან -აგრესიული თრომბის ზეწოლის ქვეშაა.
5-ინსულინომა პანკრეასის კიბოა. ინსულინი ბევრი გამოიყოფა და მომატებულია. შაქარი დაკლებულია. არის——თავის პერიოდული ტკივილი , თავბრუხვევის ეპიზოდები, მეხსიერების მცირე დაქვეითება, დაბალი წნევის შემთხვევები, გაღიაზიანებადობა. ინსულინომა , შეუმჩნევლად, მაგრამ მკვეთრად ახდენს ტვინის ფუნქციების გაუარესებას. ხშირად შაქარიც დაბალია დაბალი წნევის დროს და ამიტომ ვიმეორებ , უშაქრო ყავის არასწორ სტილზე . ამ დროს ტკბილის საჭიროებაა . ადამიანს გლუკოზის დეფიციტი აქვს დაბალი წნევის დროს. რადგან, მომატებული შაქრის ფონზე, უმეტესად წნევაც იმატებს. თუ დიაბეტიანია შაქრის შემცველი დამატკბობლები უნდა გამოიყენოს. .მომატებული ინსულინი შაქარს დაბლა წევს .ინსულინის გამოყოფა არეულია სტრესის დროს. ეს სიმსივნე , ექოზე ხშირად არ ჩანს . საშიში სიმსივნე არ არის. თანამედროვე მედიცინაში , შეიძლება ქირურგიული დახმარება ან მეტაბოლიზმის თანამედროვე მეთოდებით აღდგენა , რეგულირება და სიმსივნის გაწოვაც.
6——ფოსფატადაზე ადრე ბევრი მისაუბრია. ანალიზებში ნახავ მომატებულს და აქამდე რეაქცია არ ყოფილა. ეს ძვლის ანალიზია. მაგრამ, თუ მომატებულია ,უპირველესად ლეიკემია უნდა გამოირიცხოს. ლეიკემიების რბილი მიმდინარეობა, გარკვეულადაა დამოკიდებული ადრე დაფიქსირებულ ,მომატებულ ფოსფატადაზე. რაც დიდ პრობლემებს უფრო ადრე ხსნის. ლეიკემიის ზოგი ფორმა ლატენტურად მიდის. არ გამოიხატება მყვირალა სიმპტომებით და შეიძლება, არც სისხლის საერთო ანალიზი იყოს შეცვლილი მკაფიოდ. საშუალო დისკომფორტების გამო, ადამიანს შეიძლება ეგონის არაფერი არ ს ჭირს და მძიმე ლეიკემიის მანიფესტირებამდე 15 ან 20 წელიც კი გავიდეს. სწორედ ეს არის პარანეოპლასტიკური სინდრომის ერთი მაგალითი ————- როცა ადამიანს კიბო აქვს , თანდათან უკიდურესად ზიანდება, მაგრამ გადაღებაზე და ანალიზებში არ იკვეთება. ამიტომ, ძალიან ხშირად, ეუბნებიან არაფერი გჭირსო. თუმცა გამოცდილმა ექიმებმა, ისეთი რამ შეიძლება დაიჭირონ მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზში, რომ ბევრმა ყურადღებაც არ მიაქციოს. თუ ექიმი აზროვნებს, სისხლის საერთო ანალიზში , შეიძლება იგივე ამოიკითხოს რაც ძვირადღირებულ რამდენიმე გადაღებაზე ერთად. მიუხედავად სამედიცინო ტექნიკის ასეთი პროგრესისა, ადამიანის კვლევისას ყველაზე იაფფასიანი და მედიცინის უდიდესი სასწაული არის ——-სისხლის საერთო ანალიზი. სადაც გამოცდილმა ექიმმა, შეიძლება სიმსივნეც ივარაუდოს და უამრავი დაავადება. მისი გაანალიზებისას გამოცდილი ექიმი, ადამიანი ს იმუნოლოგიას და სხვადასხვა ორგანოთა სისტემების მონაცემებს, ტვინში გაატარებს. ანალიზის დასკვნის და საერთოდ, ექიმის თითოეული სიტყვის უკან დგას მისი უდიდესი პასუხისმგებლობა, სასამართლო დავის ჩათვლით. ამიტომ ,მცოდნე ექიმმა უნდა განიხილოს, მხოლოდ მისი პირადი პაციენტის ანალიზი, რომლის ყველა ფიზიოლოგიური დეტალი შესწავლილი აქვს. ზოგადად, რას ნიშნავს ანალიზიდან რამეს ცოდნა, ეს ყველას შეუძლია დაგუგლოს. მაგრამ გამოცდილი ექიმი ანალიზს, მხოლოდ პაციენტის დეტალური მონაცემების პარალელურ ჭრილში განიხილავს. სხვანაირად დეტალები ვერც გაირკვევა.
7 —-დაქვეითებული თრომბოციტების ურეაქციოდ გატარება კატასტროფაა შედეგებში. ამით ბევრი რამ შეიძლება ვივარაუდოდ და ეს ბევრჯერ ამიხსნია. უპირველესად კი ტუბერკულოზი უნდა გამორიცხო . უნდა მიხვდე, რომ ელენთა უკიდურესად პრობლემურია და რომელიღად სისხლის დაავადება ან სისხლის დიდი პრობლემაა. თრომბოციტების დისფუნქცია მარტო სისხლის ლოკალური პრობლემა არ არის. ამ დროს, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო და გაფანტული სკლეროზიც უნდა გამოირიცხოს. ასევე სხვა დაავადებებიც. ძალიან მაოცებს, როცა ვნახულობ ურეაქციოდ დატოვებულ დაქვეითებულ თრომბოციტებს . გაფანტული სკლეროზი გონების ამღვრევით კი არ იწყება. სწორედ მსგავსი ფენომენების გამოსწორებით შეიძლება მისი შეჩერება ან მისი დაწყების დროში გადატანა ან საერთოდ თავიდან აცილება და მორჩენაც.
8——არცერთი დაავადება , განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავის და სახსრების დაავადებები არასოდეს გაუმჯობესდებიან და ბოლომდე არ მორჩებიან, თუ თავისუფალ რადიკალებთან და მძიმე მეტალებთან თანაცხოვრებას გააგრძელებთ. სახსარი ისედაც არ მორჩება ფონური დაავადებების მორჩენამდე.
9—–ზღვის , ძალიან სასარგებლო პროდუქტებით——კიბორჩხალათ, მოლუსკებით, ლობსტერებით, კიბოსნაირებით, რვაფეხათ, თუნდაც თევზით ,განსაკუთრებით სუშით———– გამოძღომა არ შეიძლება. ისინი შეიცავენ ისეთივე შხამს, რასაც გვამი ანუ პტომაინს. ამიტომ, მათი ბევრი ჭამა არ შეიძლება. ზოგ მდაბიოს ჰგონია სვეცკობს, როცა გეუბნება— ბევრი მოლუსკი ან რვაფეხა ვჭამეო. თევზი უნივერსალური საკვებია სიცოცხლისათვის. ბევრ ადამიანს უკვირს, რატომ მოიწამლა კარგად დამუშავებული და საგულდაგულოდ გარეცხილი თევზით. მოიწამლა იმიტომ, რომ ბევრი ჭამა. ის პტომაინმა მოწამლა.
10——ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, ნივთიერებების ნორმის ზღვრებში ყოფნა. კოვიდის დროს ყნოსვას აქვეითებდა, როგორც თუთიის დაცემა ასევე უფრო მეტად———ვიტამინების მეტობა. რამდენიმე ვიტამინის აგრესიული სიჭარბე იწვევდა ყნოსვის დაქვეითებას. ვიტამინები, რომ ბოლომდე გაშიფროს მედიცინამ და ექიმებმა და მათი ბალანსი ყველა დაავადების დროს დაამყარონ, ნებისმიერი დაავადება მალე მორჩება. კიბო ძალიან ნაკლებად იქნება. ხშირად ვიმეორებ—- შეზღუდული გონების ადამიანებს, ვიტამინები გასასუქებელი ჰგონიათ. ადამიანი კი იმიტომაა ზედმეტად მსუქანი , რომ მას ბევრი ვიტამინი აკლია და ამის გამო მოშლილი აქვს ნივთიერებათა ცვლა. ექიმების პროფესიონალიზმს ეს შტრიხები-განსხვავებს ——-რომელი ,რამდენი, როდის და სად. არასოდეს დამინიშნავს პოლივიტამინი, თუ არ ვიყავი დარწმუნებული ,რომ ამ ადამიანს, მასში შემავალი ელემენტები ,ყველა დაქვეითებული ჰქონდა. ჩვენს ეპოქაში ადამიანები ,ყველაზე მეტად ფარმაციის გაშინაურებამ დააზიანა. წამალი ზუსტად და დასაბუთებულად თუ არ გჭირდება, ის შხამია.
11–სამკურნალო დარგის უკონტროლობის გამო , ბევრი საშიში ვითარება შეიქმნა. უკვე გესაუბრეთ პედიატრიულ კონტიგენტში ფტორის სნობურ, გრძელდისტანციურ პროფილაქტიკურ დანიშვნაზე. რადგან, გამოვავლინე ფტორის არასწორი მიცემით დაზიანებული ბავშვები. არა თუ ფტორი, დე ვიტამინის გრძელვადიანი კურსების შეზღუდვაზე, უკვე ბევრი საუბარია ევროპულ აკადემიურ მედიცინაში. რადგან ,არ შეიძლება ორ ადამიანს ერთნაირად რამე დაენიშნოს. თუ გრძელი კურსის დროს , დე არ გაკონტროლდა , ჰიპერდევიტამონოზი ბავშვებში თირკმლებს აჩერებს . ხან ზრდასრულბს სჭირდებათ დიალიზი ,ზოგ შემთხვევაში, სწორედ იმის გამო , რომ ბავშვობაში ზედმეტი დე ვიტამინით თირკმლები დაუზიანდათ. არ შეიძლება დე ვიტამინის ერთნაირი სიგრძის პროფილაქტიკა გაკეთდეს —რაქიტის პირველი და მეორე ხარისხის დროს. მითუმეტეს რაქიტის არარსებობის დროს, პროფილაქტიკურად. ფტორის მჟავის ზედმეტი მომატება კალციუმს კლავს, აქვეითებს . შეიძლება სპილენძი დააგროვოს და უილიამსის სინდრომი მიიღოს———-ღვიძლი დაშალის ან შიზოფრენია და ან ფსიქოზები გამოიწვიოს. ფტორის გრძელი კურსით დაზიანებული ორი ბავშვი კიდევ გამოვავლინე და ამიტომ ისევ ვსაუბრობ. არცერთს ,ფტორზე ანალიზი არ ჰ ქონდა და ვარაუდით, უფრო სწორად მოდურად იყო დანიშნული. თუ ფტორი ნორმის ზევით ძალიან მოიმატებს და მისი კუპირება დიდხანს არ მოხდება ——–კიბოს გამოიწვევს. მაგალითად, ოსტეოსარკომას. ასევე————-ჰიპოთირეოზი განვითარდება; ფარისებრი ჯირკვალი ძალიან დაზიანდება; დიაბეტი დაემართება ;მოტეხილობები გაადვილდება ;ჰორმონების კვდომა ან ზედმეტი დაჩქარება იქნება და ნადრევი სქესობრივი მომწიფება ;ძვლები მყიფე და მსხვრევადი გახდება ; ზედმეტი ფტორი ტვინში დაგროვდება და ნევროლოგიას არღვევს; ტვინის ეპიფიზში ——-გირჩისებურ სხეულში, ძილის მოშლას გამოწვევს ; ღვიძლს და სასუნთქ სისტემას დაზიანებს; ადრე დაბერებას გამოიწვევს. ფტორის ტაბლეტი ს 6 წლამდე ასაკში დანიშვნა პრიფილაქტიკის მიზნით ,მსოფლიო პედიატრიაში მკაცრად იკრძალება. ხოლო ვეგანური დანამატი, მხოლოდ ანალიზურად დადასტურებული დაქვეითების დროს ინიშნება. ფტორის შემცველი კბილის პასტის ზედმეტმა გამოყენებამ, შეიძლება ბავშვიც მოწამლოს და ზრდასრულიც. სუფთა სახით რამდენიმე გრამი ფტორი, სწრაფად კლავს ადამიანს. ძირითადად , ფტორის პროფილაქტიკა ემსახურება კბილების კარიესის აცილებას. მშობლებმა უნდა გადაამოწმონ ფტორის ანალიზი და თუ დაქვეითებულია, მაშინ დანამატი ინიშნება და არა ტაბლეტი, გამოცდილი ექიმის მკაცრი კონტროლით. ანალიზის გარეშე, ფტორის ნებისმიერი სახის პროფილაქტიკა ბავშვებში, მითუმეტეს სამ წალამდე ძალიან საშიშია. ვინც სულ არ იცის, ის ძალიან რისკა ვს. მოდა კარგია დიზაინში და ჩაცმულობაში. ბავშვის სიცოცხლით არ შეიძლება თამაში . არ არის ფტორის პროფილაქტიკური მიცემის აუცილებლობა ბავშვებში, გარდა ანალიზურად დამტკიცებული მისი ნაკლოვანებისა. მე პირადად არც დანამატს ვაძლევ. საკვებით და ნივთიერებათა ცვლების გამოსწორებით აღვადგენ . ფტორს ძალიან კარგად ითვისებენ ბავშვები საკვებიდან . ის ბევრია- საკვების ამ ჩამონათვალში———თევზი, ვაშლი, ჩაი, გრეიფრუტი, ისპანახი , კარტოფილი, გოგრა ,საქონლის და ფრინველის ღვიძლი , რძის პროდუქტები, წიწიბურა, შვრია, თაფლი. თუ არ იცით ფტორის ანალიზის პასუხი , ნუ დაალევინებთ, მით უმეტეს, ჩვილ და სამ წლამდე ბავშვებს ფტორის გრძელვადიან კურსს. ეს საშიშია სიცოცხლისათვის. აკადემიურობის კატასტროფული შიმშილია ქვეყანაში. პროფესიონალიზმი— მცნება მოსანატრია. ფტორის, ანალიზის გარეშე მიცემაზე ძალიან ვდარდობ და როგორც გამოცდილი პედიატრი ისე გეუბნებით. ამ გარემოებებმა არ უნდა დააზიანონ ბავშვების სიცოცხლე. ჩვენი ქვეყნის მედიცინაში ბევრი პრობლემაა. განსაკუთრებით, პედიატრიული დარგის კონტროლია გასაძლიერებელი. მშობლები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. განსაკუთრებით, გამოუცდელი პედიატრების მიმართ. ნაყიდდიპლომიანი და ულიცენზიო პერსონების არსებობა ხილულია. არ ვითამაშოთ ბავშვების სიცოცხლით. პედიატრიის თანამედროვე ევროპული სტანდარტით ——————————ძვლის განვითარებას სკოლამდელ ბავშვებში ფტორიანი საკვებიც და წყალში ფტორის ნორმული დოზაც ყოფნის. ფტორი ინიშნება მხოლოდ მოზრდილ ბავშვებში ,კარიესის პროფილაქტიკის დროს და ისიც ანალიზით და დიდი სიფრთხილით. წყალს რომელსაც სვამ, თუ მასში ფტორი 0,3PPMFან მეტია, მაშინ მისი მიღება ყველას აზიანებს .წყალი უნდა გააკონტროლოთ. წყალში მისი რაოდენობით და ბავშვის ანალიზის მონაცემით , უნდა გადაწყდეს ბავშვის პროფილაქტიკა. ორგანიზმში მომატებული ფტორის დროს ბავშვები ადვილად იწამლებიან და კუჭი ადვილად ეშლებათ. თუ წყალში ფტორი აღემატება 0,7 ს ასეთი წყალი ყველასთვის ძალიან საშიშია. ზოგი დისბაქტერიოზის მკურნალობას იტარებს და რეალურად და ფტორის სიჭარბეა მისი წამყვანი დიაგნოზი. პედიატრიული დარგის კონტოლი მაინც, თუ არ გაძლიერდა, კიდევ ბევრ დაზიანებულ ადამიანს მივიღებთ. სიკვდილის რისკის ქვეშ ნუ დააყენებთ ბავშვებს. ანუ ფტორის გრზელი კურსების დანიშვნა უნდა შეწყდეს, მისი ზუსტი ანალიზური მონაცემების გარეშე. ცე ვიტამინის დანიშვნაც აზიანებს ადამიანს, თუ მისი რეალური დეფიციტი არ არის. თუ ფტორი აუცილებელია , მას ანალიზი გადაწყვეტს. სიკვდილს აშიში მომწამლავი ნივთიერებები , მუდმივი ანალიზური კონტროლის გარეშე არ ინიშნებიან. სნობურ მოდებს პედიატრიაში მაინც შევეშვათ. ეს დიდი სახიფათო რისკია .მე ვინც გავსინჯე, ყველა ბავშვს რეფლექსური დარღვევები აღენიშნება. ზოგს იოდის ნორმის ცდომები აქვს და სხვა. იოდის ცდომა ნიშნავს ადამიანის მრავალპროფილურ დაზიანებას.
12—-რძემჟავას მექანიზმებზე დეტალურად გესაუბრეთ. მისი კონტროლი აუცილებელია . რადგან ,ჟანგვითი რეაქციების სწორად მიმდინარეობა მასზე ა დამოკიდებული. თუ მისი ცვლა დაირღვა ან მან მოიმატა ძალიან, შაკიკის დროს შეიძლება სისხლის ჩაქცევის საშიშროება დადგეს. ხოლო, კუჭ-ნაწლავით დაავადებულები დამძიმდებიან . რადგან, შაკიკის შეტევის დაწყების ფესვი , არის კუჭ-ნაწლავის რამდენი მე ფერმენტის დეგრადირება რეაქციებში. ზეჭარბი რძემჟავა ალპობს ნაწლავებს. ქრონიკული ნაწლავური პრობლემის დროს მისი ცვლა ყოველთვის დაზიანებულია. ასევე უამრავი პრობლემის დროს, განსაკუთრებით-ღვიძლის , ნაღვლის ბუშტის, ფილტვების , ტვინის, კუნთების და სხვა. ბიოქიმიური რეაქციების კონტროლით , შესაძლებელია ჟანგვითი რეაქციების დალაგების დაწყება, რძემჟავას კონტროლი ს ფონზე. ყველაფერი გამოსწორებადია. ზედაპირული მკურნალობები კი საზიანოა.
13——ასთმას და ასთმურ ბრონქიტებს ბევრი დაავადება ზუსტად ჰგავს და მკურნალობა , ხშირად, ბრონქული ასთმისაა სულ ტყუილად . რაღაც დროში სპაზმი გაიხსნება, თრომბი რამე საკვების ან წამლის ზეწოლის შედეგად სისხლის მიმოქცევას გაყვება და ჰგონიათ ამ წამლებმა იმოქმედა. განმასხვავებელი ბევრია. უპირველესად ,ფილტვების მოცულობით უნდა განასხვავო . არ შეიძლება ,ნამდვილი ბრონქული ასთმის დროს ფილტვების მოცულობა ნორმაში იყოს.
14——თავის ქალაში მდებარე ჰიპოთალამუსი ვეგეტატიური ცენტრების კვანძია . ის შუამდებარე ტვინში ა . ის ჰიპოფიზთან ერთად კურირებს -წყლის , მარილების და მინერალების ბალანსს . ამ ბალანსის არეულობა დაავადების უკიდურესი დამძიმების მომენტის დადგომის მაუწყებელია . ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზს შორის დამაკავშირებელი , ერთი პაწაწინა ნერვიც თუ დაზიანდა, სრული კავშირი ირღვევა და წყდება . ანამნეზის გამოკითხვის დროს, ვეკითხები ადამიანებს —–თუ გადაუტანიათ ტრავმა ბავშვობიდან დღემდე. განსაკუთრებით თავის დარტყმა. ერთი, პატარა , ოდნავ უხეში დარტყმა ან ბავშვის ლოგინიდან ცუდ პოზიციაში გადმოვარდნა ან ზრდასრულობაში, თუნდაც, თავის მინაზე მირტყმა——–ბევრ შემთხევევაში ავითარებს უშაქრო დიაბეტს ან სხვა მეტაბოლურ აშლილობას. ჰიპოთალამუსი ლიდერობს ყველა ნერვული წნულის მოქმედებას. ქალებში მცირე ტრავმა, განსაზღვრავს ქალური ორგანოების დაავადებებს. რადგან , მისგან რამდენიმე მთავარი ქალური ჰორმონი წარმოიქმნება. ჰიპოთალამუსი უშულოდ აკონტროლებს——–შიმშილს, მადის გაძლიერებას, ჭამით დაუკმაყოფილებლობას , ქრონიკულ სუბფებრილურ სიცხეებს, სქესობრივი ჰორმონებისგან გადახრილ ქცევებს, ძილს, ემოციებს, იმედებს , პერსპექტივებს ,გაღიზიანებას, სიმშვიდეს, შიშებს, შფოთვებს, სურვილებს და მოტივაციებს. სკლეროზის და დემენციის დროს , ადამიანს ეს პროგრესული განცდები —-ოცნებები, მოტივაციები, გეგმები , იმედები ,უქრება და უჩლუნგდება . რადგან ჰიპოთალამუსის თრომბულ მეტაბოლური დაზიანებაა. ადამიანებს გახანგრძლივებული სიცხეებით, თ ავის, თუნდაც ,მსუბუქი ტრავმა , მაინც აქვთ გადანატანი ჰიპოთალამუსის უარყოფითი ეფექტით . მედიცინის დაკნინებული შემთხვევების გამოვლინებაა, როცა გახანგრძლივებული დაბალი სიცხეების დროს ადამიანს ეტყვიან——-დაივიწყე ეს არაფერაო. დაზიანებულმა გულმა ან ფილტვ მაც რომ მიიძინოს დროში, ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი თავს ყოველთვის შეგახსენებს, თავის პერიოდული ტკივილის ან რამე დისკომფორტის სახით. ადექვატური, საფუძვლიანი დახმარების გარეშე სიცოცხლის წლებს ჩამოგაჭრის.
ჰიპოთალამუსი , ტვინის მესამე პარკუჭის ძირია და უამრავი ნეირონისგან შედგება. მისი კონუსისებრი თავი ჰიპოფიზის ღეროშია შესული—– მდებარებიოთ . ჰიპოთალამუსში წყდება შობადობის საკითხი .ქალი რომ ვერ ორსულდება ან მუცელი ადვილად ეშლება, მთელი აქცენტი ბაქტერიების დევნაზე არ უნდა გადაიტანო. არამედ ჰიპოთალამუსი უნდა გააჯანსაღო. რაც იმუნიტეტს მოამატებს. მექანიზმით ორჯერ ავხსენი, მედიცინის, უფრო სწორად ბუნების საოცრების შესახებ—————– როგორ იწმინდება ქალის სასქესო ორგანოები ბაქტერიებისგან და სოკოებისგან ძალიან სწრაფად, იმუტიტეტის ამაღლებით ——– ლიმფის და სისხლის დინებით. ძალიან ადვილად გაღიზიანებად, ბრაზიან ადამიანს ჰიპოფიზის დაზიანება აქვს. სექსუალური მონაცემების სიჭარბის დროს , ჰიპოფიზია დაზიანებული. ადრე რამდენი ტრადიციული ოჯახის ღირსეული მშობლები მორალურად დაიტანჯენ, როგორც ჩამორჩენილი აზროვნების ადამიანები საბჭოურად იტყოდნენ ——გოგოს გაბოზების გამო. ზეჭარბი სექსუალური მოთხოვნილება ჰიპოთალამუსის და ჰიპოფიზის დაზიანების ფონზეა. ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის დაზიანების გამო ვითარდება ასევე, კიბო——ადრენოკორტიკოტროპული კარცინომა, რომელსაც, მხოლოდ, ჭარბი ლიბიდო ახასიათებს.
ტუბერკულოზის პროგრამის სტანდარტია ცნობილი ტრიადა წამლების. მაგრამ, ამით ბოლომდე ვინ გაჯანსაღებულა. ტუბერკულოზი ძირფესვიანად არ მორჩება ,თუ ჰიპოთალამუსს არ არეგულირებ. ჰიპოთალამუსის ჰორმონების დახასიათება შორს წამიყვანდა. გახანგრძლივებულ ტემპერატურებს, შეშუპებას, საერთოდ, ენდოკრინოლოგიურ პრობლემებს, დიაბეტს ვერ მართავ ჰიპოთალამუსის მუდმივი კონტროლის გარეშე. თავის მსუბუქმა ტრავმამ ბავშვობაში, ჰიპოთალამუსის არეში, შეიძლება ზრდასრულობაში პარკისონის დაავადება გამოიწვიოს . ჰიპოთალამუსი შეიძლება შევადარო ტელევიზორის პულტს. რომელიც მომენტალურად გადართავს ადამიანს და ერთდროულად არეგულირებს ენდოკრინულ და ცენტრალურ ნერვულ სისტემებს. ნევროზის ან შფოთის მკურნალობა დამამშვიდებლებით და ანტიდეპრესანტებით, ამ მექანიზმების ცნობიერებიდან ძალიან შორს ყოფნაა. ნევროზი უპირველესად , ნერვულ სისტემაზე ზედამხედველი ცილების დაშლაა. ნევროზი და ფსიქოზი ერთი სიმპტომია , ხშირად, შიგა ბიოქიმიური და და მეტაბოლური დაზიანებების. რომლებიც ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის კონტროლის მოშლის გარეშე ვერ მოხდება. გახანგრძლივებული ტემპერატურების მართვა და მკურნალობა ,ძალიან ხანგრძლივია. ეს პროცესი სიმსივნეზე ნაკლებად ძნელი სამკურნალო ღინისძიებების რგოლები არ არის ——-გამომწვევი მიზეზის კუპირება; დამსხვრეული იმუნური კომპლექსების ეტაპობრივად აღდგენა; ჰიპოფიზის, ჰიპოთალამუსის, ენდოკრინოლოგიური შტრიხების მართვა; სეროტონინის სინდრომის რეგულირება, რომელიც თავისთავად შემადგენელი ნაწილია ქრონიკული ტემპერატურის. ეს ყველაფერი შეიცავს——— ყველაზე მეტად დაზიანებულ ამინომჟავების შემადგენლობებს. ჰიპათალამუსის დაზიანება ემერტეზე შეიძლება სულ არ გამოჩნდეს. მისი მილიონი ნერვიდან, რომელიმეს დარღვეული მექანიზმი იქ არ გამოჩნდება. დაზიანება, საერთოდ , მარტო სტრუქტურული ხასიათის ხომ არ არის. ანუ საერთოდ, დაზიანება მარტო ტექნიკური დეფექტით ხომ არ გამოიხატება . ნებისმიერი ორგანოს ქვეშ არათვალხილულად, მთელი სასიცოცხლო ბიოქიმია და ფიზიოლოგია მიმდინარეობს. ამ შემთხევვაში საუბარია, ნეიროტრანსმიტერების დამაკავშირებელ უამრავ იმპულსის და გამტარებლობის დარღვევაზე. რაც მართავს——-ფსიქიკას, ხასიათებს, ენდოკრინოლოგიას, კუნთებს და სხვა.
როცა შაქარი დაბალია, ჰიპოთალამუსი კომპენსატორულად, სისხლძარღვების შევიწროებას იწყებს და ადამიანი კანკალებს. ეს ჯირკვალი გამოიმუშავებს დოპამინს და ამით ყველაფერი—— ძალიან ბევრი სასწაულის შესახებ ნათქვამია. დოპამინი ადრე უკვე ვრცლად დავახასიათე . მოლოდ ერთს ვიტყვი—–მისი ცვლის რეგულირების გარეშე დეპერესიას ვერ მოხსნი და სხვადასხვა მადგომარეობების სიკვდილებს ვერ შეაჩერებ. სწორედ დოპამინის ნორმული ცვლის რეაქციები აკავებენ პროლაქტინს, რომ ადამიანი კიდევ უფრო არ გასუქდეს . დოპამინი ცდილობს მეტაბილიზმი უფრო დარეგულირდეს და მაღალმა ქოლესტერინმა სწრაფი თრომბები არ გამოიწვის . ასევე, დიაბეტი არ დამძიმდეს და განგრენა შეჩერდეს. ყველა ჭარბი წონის ადამიან ს და ყველა დიდი მუცლის მქონეს, თავის წონასთან შეფარდებით———დაზიანებული ჰიპოთალამუსსი აქვს. ოპტიკური ქიაზმა პირდაპირ დამოკიდებულია ყველა ნერვის ინერვაციით ,ჰიპოთალამუსში ან ჰიპოფიზში არსებულ ან სიმსივნეზე ან თუნდაც, ერთი პატარა ნერვის პრობლემაზე ათასობით ნერვიდან . მხედველობა რომ ქვეითდება , ეს ასაკობრივი არ არის. ეს ოპტიკური ქიაზმისადმი ჰიპოთალამუსიდან და ჰიპოფიზიდან ნაკლები ნეირონული კვებაა. ხოლო, თუ ოპტიკურ ქაიზმას ჰიპოფიზიდან ან ჰიპოთალამუსიდან , თუნდაც მცირე სიმსივნური კერა აწვება———ადამიანი ბრმავდება. თვალზე მკურნალობა ამ ორი ჯირკვლიდან უნდა დაიწყოს, ისევე როგორც დიაბეტის, სიმსუქნის და სხვა ენდოკრინოლოგიური დარღვევების რეალური მკურნალობა. დიაბეტი ვერ გაუმჯობესდება, თუ მის მკურნალობაში, ჰიპოფიზის გამაჯანსაღებელ ვეგანურ ნივთიერებებს არ ჩავრთავთ. თავის ნებისმიერი ტრავმის დროს ეს ორი ჯირკვალი ყოველთვის ზიანდება რაღაც დონეზე და მთელი ცხოვრება გამოავლენს ამის შედეგებს. თუ ძლიერი ტრავმაა ამ დროს სიცხეცაა .ენდოკრინოლოგია , მითუმეტეს დიაბეტის მკურნალობა წარმოუდგენელი სიბნელეა, ამ ორი ჯირკვლის მუდმივი კონტროლის გარეშე. ამ დროს ყველაზე მეტი პრობლემის სათავე აქ არის. ენდოკრინოლოგიური დაავადებების , მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის ,ჩიყვების მკურნალობების დროს , ექიმის აზროვნება ამ ორ ჯირკვალს განსაკუთრებით უნდა ეხებოდეს. დეპრესიის მკურნალობა მხოლოდ ანტიდეპრესანტებით , ადამიანის ბოლომდე გაწირვაა. დოპამინის ცვლა თუ არ დაარეგულირე , მისი შემადგენელი ყველა კომპონენტით, დეპრესიას ვერ მოხსნი საფუძვლიანად . დოპამინი ჰიპოთალამუსში წარმოიქმნება. დოპამინის სრულფასოვანი ცვლა , ეღობება თრომბების წარმოქმნას.
ჰიპოთალამუსის ცნობილი და ხშირი დაზიანებების გამოვლინებაა—-ხორკლიანი კანი, კანის ალერგიული იმიტაციები, ბევრი შინაგანი დაავადება. ეგზემა, ფსორიაზი და ვიტილიგო არ არსებობს ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის დაზიანებს გარეშე. იმიტომ არ ურჩებად ფსორიაზი ,რომ მხოლოდ მალამოთ და ქიმიური იმუნური მედიკამენტებითაა ჭიდილი. რომლებიც დროებითი ეფექტისაა.
ჩვენს საზოგადოებაში ბევრი სოციოპათი და ფსიქოპათია. ამის მსუბუქ ფორმას მაინც, ბევრჯერ დაინახავ ზოგ პოლიტიკოსსა თუ სხვა ცნობილ პიროვნებაში. ამის მსუბუქი და ატიპური ფორმები განსაკუთრებით ხშირია. სამწუხაროდ, სოციალურმა ქსელმა ამ ფაქტორის ძალიან დიდი რიცხვი გამოავლინა. ეკონომიკურად პრობლემურ ქვეყანაში ,საერთოდ, ძალიან ბევრია გაუნათლებელი და განათლებული სოციოპათები და ფსიქოპათებიც . დღეს ეს, ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის უდიდესი პრობლემაა. მას ბევრი ჩივილი და მხარე აქვს———— ფსიქიკის მხერხავი შური, დახასაითების დროს დაცინვის სტილი, სამაგიეროს გადახდის ქრონიკული ჟინი, ადამიანის უსაფუძვლოდ აკვიატება; ჟინით და არა იუმორით მუდმივი აქცენტი უცენზურო სიტყვებზე; ძალის დემონსტრირებ ა იქ , სადაც აზრის დემონსტრირებისთვის ხარ; მადლიერების მაგივრად დაცინვა ან უხეში პასუხი; საკუთარი სტატუსის გამოყენება პირადი ჯინის მოსაკლავად და ადამიანის დასამცირებლად და სხვა ბევრი მსგავსები . ეს მაგალითები, არამარტო ფსიქოპათია და სოციოპათიაა, არამედ ზოგი , ფსიქიკური გადახრის სახეებიცაა. ადამიანს როგორც შეუძლია მუდმივად სხვისი დახასიათება, ისეთივეა მისი ღრმა ფსიქოლოგიური შრეების სულიერი პორტრეტი .ერთი ან ორი ემოციური მომენტი გადახრა არ არის, ცხოვრებაში ყოველთვის დასაშვებია და შიმშილით ან სხვა სოციალური წუხილით აიხსნება. ძლიერი გამოხატულებების დროს კი, დაზიანებულია ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი. ან სტრუქტურულად, რომელიც გადაღებაზეც გამოჩნდება ან ფსიქოლოგიურად, რომელიც გადაღებაზე არ გამოჩნდება. რადგან, პრობლემა ამ დროს ნერვულ სინაფსებსა და ნეიროტრანსმიტერების დარღვეულ კავშირებშია. ერთი რაც ამ ვარიანტებს ყოველთვის საერთო აქვთ——ესაა სისხლის მიკროცირკულაციის დაღვევა, არსებული მიკროთრომბების გამო. აზარტულ თამაშებში უკიდურესად ბოლომდე ჩაყოლის დროს, ისევე როგორც ალკოჰოლიზმისა დ ა ნარკომანიის დროს ჰიოპოფიზი და ჰიპოთალამუსი ძალიან პრობლემურია.
15-თანამედროვე მედიცინაში სრულიად უშედეგოა ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მკურნალობა, ასევე მეტაბილიზმის , ქოლესტერინის დარეგულირება , სიმსუქნის შეჩერება, გულ-სისხლძარღვთა თრომბული პრობლემების გაუმჯობესება , ღვიძლის გაჯანსაღება და საერთოდ ყველაფერი, თუ უპირველესი აქცენტი არ იქნება —————–თავისუფალი რადიკალების ანუ ეწ კიბოს რადილაკების განეიტრალებაზე. რადგან, ისინი უხსნიან გზას მძიმე მეტალებს და შემდეგ ერთად ანგრევენ ორგანოთა სისტემებს . თანამდროვე , ევროპული , უახლესი ცდების და კვლევების დასკვნის შედეგია———–თავისუფალი რადიკალები ორგანიზმში იწვევენ გენეტიკურ მუტაციებს. შედეგად , კიდევ უფრო ირღვევა, ისედაც დაზიანებული ამინომჟავეური სისტემები; ტოტალურად უკუღმართდება დარღვეული ბიოქიმური რეაქციები ;ჟანგვითი რეაქციები ბოლომდე გადადიან ფიზიოლოგიური რელსებიდან; ორგანოთა მუშაობა ჩლუნგდება და ბოლომდე კნინდება. იწვევენ სიმსივნეებ ს, რომლებიც ასე უკიდურესად გახშირდა. თუ ჟანგვა -აღდგებითი რეაქცები ნორმაშია და შესაბამისად ბიოქიმური პროცესები ფიზიოლოგიურად მიმდინარეობენ , ორგანიზმში თავისუფალი რადიკალები ვეღარ შემოდიან. ყველამ იცის, რომ თავისუფალი რადიკალები მძიმე დაავადებებს და სიმსივნეებს იწვევენ. მათ შემოსვლას ეწინააღმდეგება , მხოლოდ ანტიოქსიდანტები. სამყარო მრავალფეროვანია და არჩევის შესაძლებლობ მოგვცა. ნებისმიერ პთოლოგიას კომპენსირებისთვის რამდენიმე ვარიანტი აქვს. დანიშნულების შედგენის დროს, სამი სავარაუდო მორგებული ვარიანტიდან, რომლებიც დარღვეული ბიოქიმიური რეაქციების გამოსასწორებლად , ერთიდა იმავე შედეგამდე მიდიან, ანტიოქსიდანტები უნდა შევარჩიოთ. ყველა ჩემს დანიშნულებაში ორი ან სამი ანტიოქსიდანტია . თუ თავისუფალი რადიკალები ჭარბია ორგანიზში ——————გაციება და ხველა ხანგრძლივდება; ანთებები რთულდება ;ათეროსკლეროზი სისტემურია და სისხლძრღვები და არტერიები ზიანდება; თრომბირების მწვავე პროცესებია; ქოლესტერინის სიჭარბეა; ადამიანი ადვილად ბერდება; კბილები, კანი, თმა ,ფრჩხილები უზიანდება; დაავადებები ქრონიკულდება ;წნევა ქრონიკული და აგრესიული ხდება ; კანის დაავადებები არ ურჩება; შაკიკი და ტინიტუსი აწამებს და უფრო უძლიერდება ; ფსორიაზი ან ვიტილიგო უფრო რთულდება და კიდევ ბევრი ასეთი. თუ თავისუფალი რადიკალი, რომელიმე ორგანოს უჯრედის გარსამდე და დეენემამდე მიაღწევს——კიბო დაიწყება. ბუნებაში ანტიოქსიდანტები არიან ნატურალურ, უსასუქო ხილში, ბოსტნეულში და მწვანილში. თავისუფალი რადიკალები ოქსიდანტებია. ისინი სუპერაგრესიული ელემენტებია. ისინი ატომებია და გარე გარსში ელექტრონები აკლიათ. ისინი ცდილობენ , დაზიანებულ ბიოქიმიურ რეაქცებში შეიჭრან და სხვა ნივთიერებებს წაგლიჯონ ის ელექტრონები, რაც მათ აკლიათ. ისინი ჯანმრთელობის მტაცებლები არიან. ორგანიზმი მათ , დასუსტებული ღვიძლის ფონზე ისრუტავს———-ჭუჭყიანი ჰაერით, ალკოჰოლით, ნარკოტიკით, სიგარეტით, მზის რადიაციით, უხარისხო საკვებით ,არანატურალური კვებით. ისინი შემოყვებიან მძიმე მეტალებს. სტრესები და განცდები მათი შემომყვანი ა და ქვეცნობიერის დონემდე დამამკვიდრებელი. . ხოლო პრობლემური ღვიძლი და ნაღვლ ის ბუშტი , მათი მუდამ იძულებით თავდახრილი მასპინძელია. .იმ ცნობიერების ფონზე, როცა ჩვეთან ღვიძლის 5 ფუნქცია ისაზღვრება, ევროპული სტანდარტით კი მას 500ზე მეტი აქვს და ამ დროს ხან გეუბნებიან ———-ღვიძლი დაზიანებული არ გაქვსო, ამ სასიკვდილო რადიკალებთან ბრძოლა ვერ მოხდება . ღიად დაზიანებულ ღვიძლზე უფრო მეტად , უარესი საშიშროება ორგანიზმს, ლატენტურად პრობლემური ღვიძლიდან აქვს . რადგან ის ჩუმად კვდება, არავითარი დახმარების გარეშე. მარტო ერთი შტრიხი, რომ ისევ გავიმეორო———-სიყვითლით დაბადებულ ბავშვს ,მთელი ცხოვრება ექნება ჯანმრთელობის პრობლემები. რადგან ის ღვიძლის ბევრი ფერმენტის გენეტიკური უკმარისობითაა მოვლენილი. პროფილაქტიკა და ყველაფრის გაჯანსაღება შეიძლება. მაგრამ, ასეთი პირველადი ჯანდაცვის ფონზე ეს ვერ მოხდება. ევროპული დაკვირვებებით და დასკვნებით——-ადამიანებს რომლებსავ ,თუნდაც პერიოდული ტაქიკარდია აქვთ ანუ პულსის სიჩქარე, მათ ორგანიზმში თავისუფალი რადიკალები უფრო ჩქარა იწვევენ სიმსივნეებს. რადგან ——–ტვინს თანდათან ანეკროზებენ; ღვიძლს შრეობრივად შლიან;, თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპერპლზიას იწვევენ ან პირიქით , რასაც მოყვება დაავადებები. სტრესებს უნდა ერიდოთ; ნატურალურად იკვებოთ, სუფთა ჟაგბადი ეძიოთ და მავნე გარემოს განერიდოთ. გამოცდილი ექიმები აირჩიეთ, რომლლებსაც აქცენტი ანტიოქსიდანტურ მ კურნალობაზე აქვთ , ამინომჟავეურ გრაფიკების აღდგენის დროს . მაგალითად, ჭარბი ქოლესტერინის რეალური შემცირება და არა ანალიზური იმიტაცია, მხოლოდ თავისუფალი რადიკალების დაქვეითების ფონზე მოხდება. რადგან ბიოქიმიურ აღდგენაზე ორიენტირებული მკურნალობა , თავისთავად შეიცავს რადიკალების დეტოქსიკაციას .
ანტიოქსიდანტები , ბუნების ნატურალური ნივთიერებებია. ისინი იცავენ ორგანიზმებს ———– ჟანგვითი ბიოქიმიური რეაქციების გაუკუღმართებულად მიმდინარეობის დროს; ცნობიერების შრეებში ჩახვეული ჭარბი სტრესების დროს . ესწრაფიან დაზიანებული ,ჟანგვითი რეაქციების სწორ კალაპოტში დაბრუნებას . ჟანგვითი დარღვევების დროს ყალიბდება ——–ქრონიკული, აუტოიმუნური ან სიმსივნური პროცესები. .ბიოქიმური რეაქციების, არასწორი ჟანგვითი პროცესებით დინება ,შედეგში იწვევს რეაქტიული ჟანგბადის ნაერთების მოჭარბებას .გამოცდილი ექიმი ამას ანალიზებით და ჩივილებით ხვდება . შედეგად, ღვიძლი აგრესიულ ტოქსინებს ვეღარ ანეირტალებს და ორგანიზმი სხვადასხვა დაავადებას ადვილად იღებ ს .ამ გაუკუღმართებული მექანიზმების ფონზე ყალიბდება———–ალცჰაიმერი, ჭარბი ქოლესტერინი, არტერიების და სისხლძრღვების დაზიანება,წნევა, კიბო და სხვა დაავადებები. თავისუფალი რადიკალები სწრაფად აბერებენ ადამიანებს.
16—–შაკიკის შეტევის დროს , ყურძნის სუფთა წვენი უნდა იყოს საკვების ჩამონათვალში. შეტევის პერიოდში სისხლის კოაგულაციის მოშლა გაძლიერებულია. თრომბული აგრეგაციები სწრაფად ხდება. ხოლო , იმ დღეებში, თავისუფალი რადიკალების კუჭ-ნაწლავის სიტემაში კუმულირება პიკს აღწევს. ყურძის წვენი ანტიოქსიდანტია .ის თავისუფალ რადიკალებს წმენდს. რადგან, ის შეიცავს რესვერატროლს, რომელსაც ეს ფუნქცია აქვს. ამასთანავე, რესვერატროლი თრომბის განეიტრალების სამუშაოს ატარებს. ყურძნის წვენი არის ის, რასაც ფელამუშისთვის ინახავთ. ხოლო წითელი ღვინო , უკვე, ვაზოაქტიური ამინებითაა სავსე , რომელსაც შაკიკის პროვიცირება თავად შეუძლია.
17——-სისხლის ამოხველებას ანუ ნახველში სისხლის ლაქის გაჩენას——ტუბის ,ფილტვის , ვასკულიტის, ღვიძლის დაზიანების ან სხვა დიაგნოზში ჩავსვათ თუ ა რა, ეს მეორე ეტაპია. მთავარი რეალური მიზეზი ,რის გამოც საერთოდ ეს დაავადება ამ სიმპტომით განვითარდა, არის——ცილების დაშლა და პროტეინების ძლიერი დეფიციტი.
18—–ღაბაბი რომ გამოიკვეთება, ადამიანის ინვოლუციას ანუ ადრე დაბერებას ფარისებრი ჯირკვლის მეტაბოლური პრობლემა აჩქარებს. ჩიყვის დამადასტურებელ ჰორმონებ ს ნუ გაედევნებით. პრობლემას გიქმნით იმ მეტაბოლური რეაქციების გაუკუღმართება, რომელთა საკვანძო ადგილი ფარისებრია.
19———გულის წასვლას ყველაზე ხშირად სტრონგილოიდოზური ——ჭიების ინვაზია იწვევს. ასევე ისინი ძალიან ხშირად იწვევენ ——-გასრიტს, სიმჟავის აწევას, კანზე გამონაყარს. სტატისტიკურად ევროპული მედიცინა, ასთმური ბრონქოსპაზმის და ასთმური ბრონქიტის იმიტირებაში , უკვე ამ პარაზიტს, 50 პროცენტზე მეტს აკისრებს. ასევე ალერგიებში და კუჭის შემაწუხებელი სიმჟავის გამოვლინებაში. დაავადების ნადვილი მიზეზი უნდა ვიცოდეთ , უსარგებლო მკურნალობა რომ არ ჩაიტაროთ ალერგიის ან ასთმის პრეპარატებით. სიმჟავის აწევას ძალიან დიდ პროცენტში სტრონგილიოდური ჭიები იწვევენ. იმუნიტეტი—– სიმჟავეს ,ამ დროს . ჭიების ზედმეტ რიცხვთან საბრძოლელად მაღლა აწევს. რადგან ,ჭიებს ტკბილი გარემო უყვართ. ყველა ორგანოში რომ იყოს ჭია, მათ შორის თავში ან ღვიძლში ან კუნთში, ზედმეტი პარაზიტებით დაავადებული ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვი, დაშაქრულ რძეს რომ დალევს, ყველა ჭია კუჭში მოიყრის თავს იმ მომენტში. იმუნიტეტი ჭიებს მჟავე გარემოს ძალით იგერიებს. თქვენ კი ამ დროს, იმუნიტეტს ომეპრაზოლების გრძელი კურსებით ებრძვით. ასევე ალერგიის წამლები და მალამო ძალიან ხშირად წყალში ჩაყრილია, როცა ამ ჭიების შემოტევის გამო ალერგიულ გამონაყარს ებრძვით. უმკურნალოდ დარჩენილი დაავადებები, ისე არ აზიანებენ ადამიანებს, როგორც არასწორი მკურნალობები. ბევრი შემთხვევა ყოფილა მედიცინის ისტორიაში, დაავადებები უმკურნალოდ, ამ დაავადებების ხანდაზულობის გამო მიმქრალა. მაგრამ, არასწორ მკურნალობას , ადამიანი სიცოცხლის შემცირებამდე მიყავს . ეს დაავადება მიიმალება, მაგრამ ,სხვა დაავადების ფორმით იფეთქებს მომავალში.
20-კაცებში გენიტალიების შესიება ან მტკივნეულობა, პროსტატიტი და მსგავსი პრობლემები სიმსივნებდე ხშირად მიდიან. ბევრ შემთხვევაში უსიმპტომოა პროცესი , ისე მივა კიბომდე. მთავარი დამნაშავე შეჭრილი ფლორაა ,სხვა უამრავ ,მეტაბოლურ თუ იმუნურ მიზეზებთან ერთად, ორგანიზმის გარედან დანინძურების ფონზე. ხშირად მიკრობული ფლორის ბევრი საკვლევი ანალიზი იღება . მაგრამ ,არამიზანმიმართულად და ადამიანი უამრავ ფულს კარგავს არაზუსტ კვლევებში . თანამედროვე ევროპული და ამერიკული სტანდარტით, ამ დროს რელური გაჯანსაღებისთვის და სიმსივნის ასაცილებლად უნდა ჩაატაროთ გამოკვლევები შედეგ ფლორებაზე საძიებლად ———კლებსიელა ,პოლიბაცილოზი , ტუბერკულოზი , ბრუცელოზი, ენტოვირუსი, ადენოვირუსი და ენტეროვირუსი .სტასიტიკურად და პროცენტულად , რომელიმე ამ ფლორით დაბინძურებას აუცილებლად მიჰყავს მამაკაცი სიმსივნემდე. ხოლო თუ სხვა ფრლორის მიკრობები იქნება ,იქ სიმსივნემდე პროცესი არ მივა.
21—–კრეატინკინაზა რომ აწეულია, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მარტო ფეხის კუნთზე გავაკეთოთ აქცენტი. ეს ნიშნავს ,რომ გულის კუნთი და სისხლძარღვისა და არტერიის კუნთური კედელი ჩამოშლის გზაზეა.
22——როგორც სოკოს ისე ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს, რომლებიც სიმსივნის განვითარების რეალური ტრამპლინები არიან, რკინის აქტიური შესრუტვა, სისხლიდან და ყველა ორგანოდან ძალიან უყვართ . ა მიტომ ჰემოგლონინის განმეორებითი ვარდნა , არა მარტო იზოლირებული ანემიაა, არამედ პარანეოპლასტიკური სინდრომის არსებობის ერთი დიდი სიგნალი. რომელი სინდრომიც კიბოს ან რეალური დასაწყისია ან მისი მთვლემარე , ლატენტური ფაზაა ან ატიპური გამოხატულება, რომელის დროსაც კიბო გადაღებითაც ვერ ჩნდება. ადამიანს ამ დროს, იგივე რღვევები აქვს ორგანიზმში, რაც კიბოს პირველი და მეორე სტადიის დროს და არასწორი მკურნალობებით უფრო აზიანებს თავს. პარანეოპლასტიკური სინდრომი, რომ ავღწერო ძალიან ვრცელი იქნება . ტექსტი აღარ დაიტევს. მასზე საუბარს კოლეგებიც მთხოვენ და ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ დეტალურად. ჰემოგლობინის დავარდნის განმეორებად პრობლემას ,მარტო რკინის დეფიციტის ჩარჩოში ნუ მოაქცევთ. ის ბევრი მძიმე დაავადების , მათ შორის კიბოს დაწყების ან მიმდინარეობის სიგნალია. უამრავჯერ მითქვამს , ეწ მსუბუქი ანემია და მძიმეც, შედეგში ერთნაირად აზიანებს ადამიანებს. სტილია ჩვენთან ——-ხშირად მსუბუქ ანემიას ღიმილით უყურებენ . მაგრამ, დაზიანების ერთნაირი მექანიზმი მიდის . ბიოქიმიური რეაქციები, ნებისმიერი რიცხვით ჰემოგლობინის დაწევის დროს , გადასული არიან ფიზიოლოგიური რელსებიდან.
ექიმი მარინა ტოტოჩავა