7 ათასი, 80 ათასი რუბლი და 1000 დოლარი – ეს იმ თანხების ჩამონათვალია, რომელსაც რუსი ჩინოვნიკები რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გამოტარების სანაცვლოდ სთხოვენ.
იმისთვის, რომ საზღვარმდე მოაღწინონ საქართველოში გამოქცეულ რუსებს დიდი ქრთამის გადახდა უწევთ.
ვისაც ფული აქვს შემოსვლა უმარტივდება, ვისაც არა 4-5 დღე კილომეტრებიან რიგში დგას.
რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ რამდენიმედღიან რიგში ქალმაც კი იმშობიარა და გოგონა საცობში გაჩნდა.
15 კილომეტრიანი საცობებია, რთული მდგომარეობაა, ერთი გოგონაც კი დაიბადა საცობში, ფულს ახდევინებენ ხალხს. პროდუქტებს და წყალს გზაში ყიდიან. ჰუმანიტარულ დახმარებასაც გვაძლევენ, თუმცა არის ფასიანი პუნქტები, სადაც ფასები მომატებულია. ხალხი ათას დოლარს, 7 ათას რუბლს იხდის, ფასები სხვადასხვაა. სასწრაფო დახმარების მანქანდებიც შემხვდა გზაში. საშინელება ხდება“. – ამბობს რუსეთის მოქალაქე.
ტვ პირველი