გურიის მოამბე

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ნაძალადევში 35 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს მრავლობითი ჭრილობა მეგობარმა მიაყენა.

დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა ამ დრომდე უცნობია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როგორც Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-იდან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights