ოცნება სიტყვიერად უჭერს მხარს უკრაინას, რუსეთთან კი ეკონომიკურად თანამშრომლობს – გონჩარენკო

“არ შეგვიძლია კონკრეტულად ქართველ მოქალაქეების სახელების და გვარების დასახელება, ვინც ხელს უწყობს სანქციების გვერდის ავლას. ეს ინფორმაცია მე არ გამაჩნია, მაგრამ ცალსახად გეტყვით, რომ ძალიან მადლიერები ვართ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერისთვის და ამ დროს საქართველოს ხელისუფლებას გაურკვეველი პოზიცია აქვს. სიტყვიერად უცხადებენ უკრაინას მხარდაჭერას და მეორე მხრივ, ჩვენ დავინახეთ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება, ჩვენ დავინახეთ რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, იმ მოცულობით, როგორც მას შეეძლო.

თუ გავიხსენებთ რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ხოლო უკრაინის 18%-ია ოკუპირებული საქართველო უკრაინის შემდეგ ყველაზე დაინტერესებული გახლავთ ჩვენი გამარჯვებით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების თვალსაზრისით ძალიან ძნელია ამის დანახვა, რომ საქართველო ამდენად დაინტერესებულია.სამწუხაროდ ვხედავ, რომ მხარდაჭერის თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება ჩამორჩება საქართველოს მოსახლეობას. მოსახლეობის მხარდაჭერისთვის მე ძალიან მადლიერი ვარ.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share