ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს! ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მნიკა მელია წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანის დაწვის ფაქტს. მისი განცხადებით, წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა- ადგილი, სადაც არჩევანი არ ყალბდება.
ასე ესმით დეპოლარიზაცია – მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით.
ასე ესმით თანამშრობლობა, ხალხის მხარდაჭერილი ოპოზიცია უნდა გადაწვან.
ასე ხდება რუსეთში და გვიმტკიცებენ, რომ უნდათ ევროპა!
ეს გზა ევროპაში არ მიგვიყვანს! ამ გზას იმ რუსეთში მივყავართ, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა, მათ იქ მივყავართ, მაგრამ საქართველო არ გახდება ასეთი – ტერორისტული სახელმწიფო!
წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა- ადგილი, სადაც არჩევანი არ ყალბდება – არ იწვება და ვერ განადგურდება!
ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს!