კახა კალაძეს არ სჭირდება პიარკამპანია და შესაბამისად, მისი ქმედებები არ არის მიმართული პიარკამპანიისთვის, მით უმეტეს, ამ დროს. შესაბამისად, ესეც სამწუხაროდ, არის პოლიტიკური ოპონენტების მიერ მათი დღის წესრიგის ისე წარმოჩენა, რომ თვითაქტუალიზაცია მოახდინონ. თითქოს, კახა კალაძე აი ამ რთულ სიტუაციაში, როდესაც ბავშვი გარდაიცვალა და ტრაგედია მოხდა, თითქოს, პიარკამპნაიით არის დაკავებული. ესეც არის არასწორი შეფასება და კახა კალაძეს პიარკამპანია არ სჭირდება.
– თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა.