რუსეთთან სავაჭრო პარტნიორობის მოცულობა სულ უფრო იზრდება. საწვავი და პირველადი მოხმარების პროდეუქტების უდიდესი უმრავლესობა საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოდის. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოცემულ მომენტში ეს პარტნიორობა ეკონომიკურად სასარგებლოა, მაგრამ ექსპერტები განგაშს აცხადებენ.
ეკონომისტები თანხმდებიან, რომ არავითარი პარტნიორობა რუსეთთან არ არსებობს და კრემლი, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია, მომავალში აუცილებლად გამოიყენებს საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას, როგორც პოლიტიკური შანტაჟის იარაღს.