“სად არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ჩირგვებშია გაქცეული ხომ?”

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიდგომებს უწუნებს და ამბობს, რომ  საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო დროინდელი თავდასხმების გამო სამძიმრის წერილიც კი არ გაუვრცელებია.

„ხელისუფლება მიდგომებს დიდი ალბათობით არ შეცვლის. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინის ქალაქები დაიბომბა, ბოლო დაბომბვა მაქვს მხედველობაში და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს არა თუ დაგმობის წერილი არ გამოუქვეყნებია, სამძიმრის წერილიც ვერ გაბედეს, რომ გამოექვეყნებინათ. ამას პოლიტიკოსობა არც სჭირდება, ეს ადამიანური მომენტია, როცა ქალები და ბავშვები იხოცებიან. სად არის აღმასრულებელი ხელისუფლება ჩირგვებშია გაქცეული ხომ?“, – აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.

„რონდელის ფონდის“ მკვლევარმა გადაცემაში ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინელებს ქართველებიც გადარჩენაც მოუწევთ.

„როდესაც ვამბობთ, რომ იქითა მხრიდან რატომ კეთდება ასეთი განცხადებები, ესეც უნდა დავუმატოთ, რის ფონზე კეთდება ასეთი განცხადებები. განცხადება კეთდება, მაშინ, როდესაც აქ ათასობით რუსული კომპანია შემოდის და ნახეთ მონაცემები როგორ არის გაზრდილი ვაჭრობის მონაცემები რუსეთსა და საქართველოში. ამათ ხელში მოსალოდნელიც იყო, ერთ ღამეში გავიღვიძეთ და დილით ქარხნები იყო აშენებული, რომელიც შევიტანეთ რუსეთში? რა ხდება, საიდანაა გაზრდილი ეს ვაჭრობა? ამას ხომ ყველაფერს ხედავენ და ამ ფონზე არესტოვიჩი, რა თქმა უნდა, გაბრაზდება, ხედავს, რომ რუსეთთან, რომელსაც დაწესებული აქვს სანქციები, შენთან ვაჭრობა გაეზარდა“, – დასძინა „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share