“აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგადი ქედაში, სოფელ ზედა-ბზუბზუში ქვის ლოდი ფერდობიდან ჩამოვარდა და ღოღობერიძეების საცხოვრებელ სახლს დაეცა.
შემთხვევა გუშინ დილით მოხდა, როცა ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახი თავს ახლობლებს აფარებს.