ნიკა გვარამიას სიტყვა სააპელაციო სასამართლოში – “მთავარი არხის” დამფუძნებელმა საბრალდებო სკამიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე დიაგნოზზე ისაუბრა და თქვა, “ის იქამდე მიიყვანეს, რომ გაძლებაზეა”.
„მგონია, რომ ადამიანების გაძლებაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც ისინი სიკვდილს ებრძვიან. როგორც მიშა მაგალითად… ის მიიყვანეს იქამდე, რომ გაძლებაზეა ყველაფერი – ადამიანი არის უმძიმესად ავად! მოვიკითხავ მას აქედან და ვთხოვ, რომ გამაგრდეს და მიხედოს პირველ რიგში ჯანმრთელობას, ის ცოცხალი სჭირდება არა მხოლოდ მის ოჯახს”- თქვა გვარამიამ.