ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ტრადიციული ღია პირველობა ჩატარდა ბაზიერობაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ერთმანეთს შეეჯიბრნენ ბაზიერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და თურქეთის რესპუბლიკიდან.
გუნდურ შეჯიბრებაში I და II ადგილები ჩოხატაურისა და აჭარის გუნდებმა დაიკავეს. I ადგილზე გასულს გადაეცა თასი.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ ოთხ ნომინაციაში:
მიმინო – გიორგი ვაჩეიშვილი,
ქორი – გიგა ირემაძე,
შევარდენი – ავთანდილ წულუკიძე,
ალალი – დავით წულუკიძე
I, II და III ადგილზე გასულები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფულადი პრიზებით.
სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ ყველაზე უხუცეს ბაზიერს, 97 წლის ახმედ შარაბიძესა და ყველაზე ახალგაზრდა 12 წლის ვაჟა შენგელიას.
ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, კიდევ ერთ უხუცესს, ნუკრი სიხარულიძესა და ახალგაზრდა თორნიკე ბოლქვაძეს გადასცა სპეციალური პრიზები.
ღონისძიების მხარდამჭერია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია.