საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას მეტი მოქმედებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები, რომ მოხდეს ხელისუფლების ლუსტრაცია მოხდეს. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ პირველ რიგში ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს.
“ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც თანამშრომლობაზე იტყვის უარს, მოახდენს ხელისუფლების ლუსტრაციას, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები. უნდა იმოქმედოთ.
პირველ რიგში უნდა დატოვოთ პარლამენტი. ეს არ გადაწყვეტს სიტუაციას, მაგრამ ეს დაძაბავს სიტუაციას და მოახდენს ლუსტრაციას. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლისგანაც 24 საათიან ლანძღვას ვიგებთ ჩვენს ხელისუფლებაზე, ამ ნაბიჯში წამოგყვებიან” – აღნიშნა მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.