დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა Sky News-სთან ინტერვიუს დროს უკრაინაში მიმდინინარე მოვლენებზე ისაუბრა.
ჯონსონს არ ჰგონია რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
„არ მგონია, რომ ის (პუტინი) ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. გიჟი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს. ეს იქნება რუსეთის განცხადება ცივილიზებული ერების კლუბიდან მისი სრული გასვლის შესახებ. სრული კატასტროფა იქნება მისი ქვეყნისთვის. ის დაკარგავს მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში და, რაც მთავარია, ჩინელების მფარველობას“, – განაცხადა ჯონსონმა.